თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უყვართ საჯარო ადგილებში სექსი?

სად გადის ზღვარი სიყვარულით სავსე სხეულებრივ შერწყმასა და ამორალურობას შორის - ამას თითოეული ადამიანი სუბიექტურად ადგენს. ჯერ კიდევ ათი წლის წინ საქართველოში სექსი ტაბუდადებულ თემად ითვლებოდა, ახლა კი ჩვენს ქვეყანაში მასზე ხმამაღლა საუბრობენ, პოსტავენ სოციალურ ქსელში, წერენ, მღერიან და იღებენ ფილმებს.

სექსის გააქტუალურებამ და მისთვის თავისუფლების მინიჭებამ ადამიანთა მადა გახსნა, რაც პროცესის ლოგიკური ნაწილი იყო. დამეთანხმებით ალბათ, რომ წყვილების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. მექსიკის ერთ-ერთ რეგიონში ქუჩაში სექსი ლეგალურადაც კი იქცა და, თუ უეცრად წყვილს ვნება აიტანს, ნებისმიერ ადგილას - ტრასნპორტში, სკვერში (დღისით-მზისით), მეტროს ექსკალატორზე, მაღაზიაში - შეუძლია დაკავდეს სექსით. რა არის ეს? სოციალური ნორმების სრული უგულებელყოფა და ამორალურობა, თუ სექსუალური რევოლუცია, რომელიც საით მიექანება, არავინ იცის? ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მოგვინდია. ჩვენ კი გთავაზობთ იმ ზოდიაქოს ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე ხშირად კავდებიან საჯარო ადგილებში სექსით:

მერწყული

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მოგეხსენებათ, ყველაფერში ინოვაციურობას ავლენენ, არც სექსია გამონაკლისი. მერწყულებს სურთ, სცადონ ის, რაც ჯერ არავის უცდია, ან გააკეთონ ის, რასაც ცოტა თუ გაბედავდა, ამიტომ ხშირად მიმართავენ სექსს საჯარო ადგილებში. მათთვის მსგავსი სახის ფიზიკური სიახლოვე აღიქმება არა, როგორც ამორალური ქცევა, არამედ თავის განსხვავებულად გამოვლენის გზა.


ლომი

ლომი პუბლიკანტია! მან აუცილებლადნ უნდა ჩაიდინოს ის, რაც სხვებს აალაპარაკებს, გაზრდის მის პოპულარულობას და ყურადღების ცენტრში მოაქცევს - თუნდაც, სექსი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ტემპერამენტიანები არიან, ამიტომ მათკენ მიმართული გაოგნებული თვალები, ოდნავაც არ აისახება აღგზნებაზე.



კირჩხიბი

კირჩხიბები თავს იკატუნებენ, თითქოს ძალიან მიამიტები არიან; ვითომ სექსი ის სამყაროა, რომელსაც შორიდან აკვირდებიან. სინამდვილეში, გამოირჩევიან გარყვნილებით - თუმცა, აქვე დავძენ, რომ მონოგამიას ავლენენ - და მათი პირადი ცხოვრება ვნების ქარცეცხლითაა სავსე. დიახ, კირჩხიბები კავდებიან სექსით საჯარო ადგილებში: გასახდელებში, სხვადასხვა დაწესებულების საპირფარეშოში, პარკში - მაგრამ ყოველთვის ისე, რომ მათ ვერ ამჩნევენ.

ვერძი

რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში დაუცხრომელი და გადარეული ვერძიც მოხვდა. ვერძს რისკი უყვარს... და რა შეიძლება იყოს საჯარო ადგილას სექსზე სარისკო? როცა ნებისმიერ დროს შეიძლება თავზე წამოგადგნენ და დაგიჭირონ... ან ჩუმად ფოტო/ვიდეო გადაგიღონ და გამოგიქვეყნონ?!
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა