თეგებით ძიება

14 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კარგი დღეა თქვენი შესაძლებლობის წარმოსაჩენად, გამოფენის მოსაწყობად. ურთიერთობაში ნუ იქნებით მტრულად განწყობილი, იყავით მეგობრული.
კურო
სიჯიუტით კარგს ვერაფერს მიაღწევთ. მოერიდეთ უსიამოვნებას მშობლებთან, შვილებთან, სტრესულ სიტუაციებს.

ტყუპი
თქვენი წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. დაკვირვებული იყავით, რომ არ გაგიუქმდეთ გარიგება.

კირჩხიბი
ცვლილებები გელით საქმიან სფეროშიც, მეგობრობასა და სიყვარულშიც. სიტუაციიდან არასტანდარტული გზებით უნდა გამოხვიდეთ. რჩევა ჰკითხეთ მშობლებს.

ლომი
მოერიდეთ აგრესიულობას. განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში დაბადებულები. ყველა კამათი მშვიდობიანად მოაგვარეთ.

ქალწული
კარგი დღეა შემოქმედებითი პროექტის დასასრულებლად. იყავით დაკვირვებული. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსური საკითხების მოგვარებას ეხება.

სასწორი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, ქარიზმა. არ მოდუნდეთ და ნუ შეგეშინდებათ გავლენიანი მოწინააღმდეგის, თუ თქვენი საქმე პოლიტიკას, სარეკლამო სფეროს, შოუბიზნესს, სპორტს ეხება.

მორიელი
ძალები მოიკრიბეთ, დღეს სერიოზულ საქმეებს შეგიძლიათ მოკიდოთ ხელი. კარგი დღე ელით მათ, ვისაც კარიერული წინსვლა სურს.

მშვილდოსანი
მოიმატებს შეჯიბრების, ავანტიურიზმის ჟინი. გაიზრდება ინტერესი პოლიტიკის, სამეცნიერო სიახლეებისადმი.

თხის რქა
თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ, ავანტიურასა და თამაშში ნუ ჩაერთვებით. დარჩით დამკვირვებლად. მოერიდეთ ცვლილებას საქმეებიში, მეგობრულ, სასიყვარულო და ნათესაურ ურთიერთობებში.

მერწყული
მოერიდეთ კონფლიქტურ, ტრავმულ სიტუაციებს. განსაკუთრებით, თებერვლის შუა რიცხვებში დაბადებულები.

თევზები
ნუ დაარღვევთ კანონს, ნუ გახდებით სკანდალის მონაწილე ქსელშიც კი. ეცადეთ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები და არ დაუშვათ ახლები.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა