თეგებით ძიება

ყავაზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული ზოდიაქოს 3 ნიშანი

ყავა წერილობით წყაროებში მეთხუთმეტე საუკუნიდან ფიქსირდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მისი ისტორია გაცილებით უფრო ღრმა წარსულიდან იღებს სათავეს. ყავის სამშობლო ეთიოპიაა, საიდანაც იგი ჯერ მექასა და ქაიროში გავრცელდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოს მოედო და დიდი პოპულარულობა მოიპოვა.
ყავის მარცვლებს ხშირად იყენებდნენ სუფიები საღვთო რიტუალებში, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ სუფიამ წამოიღო პირველი მარცვლები ეთიოპიიდან.
ყავა დღეს ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს - მას სვამენ ყველგან და ყოველთვის. ყავის შემადგენელი ნივთიერება კოფეინია, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. თუ ორგანიზმი ყოველდღე კოფეინის კონკრეტული დოზის მიღებას ეჩვევა, ყავის არ დალევის შემთხვევაში, შესაძლოა დაგივარდეთ წნევა, გაგიფუჭდეთ განწყობა, მოგემატოთ ძილიანობა დღის განმავლობაში და ზოგადი სისუსტე დაგეუფლოთ. გთავაზობთ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელიც ყავაზე ისეა დამოკიდებული, როგორც ნარკოტიკზე:
ვერძი
სულაც არ არის გასაკვირი, რომ ვერძი ყავაზე დამოკიდებული ხდება. მას ძალიან სჭირდება ენერგიის აღდგენა, იმისთვის რომ საქმეებს, რომელსაც ზოგჯერ ბოლო არ უჩანს, ღირსეულად გაართვას თავი.
მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებულები ჰიპერაქტიურები არიან! მიაჩნიათ, რომ ძილი დროის კარგვაა, ამიტომ არასდროს წვებიან ადრე და არც გვიანობამდე ნებივრობენ საწოლში. რა თქმა უნდა, რა დროს ძილია, როცა მთელი სამყარო გამოსაკვლევი და შესასწავლია! როცა უამრავ ადამიანს შიძლება შეხვდე და საინტერესო ამბები მოისმინო! როგორ გგონიათ, რა არის უძილობის კომპლენსაცია ორგანიზმისთვის? ყავა. როგორც კი მშვილდოსანს ძილი მოერევა ან ენერგია შემოაკლდება, ყავას სვამს.
თხის რქა
ზოდიაქოს ნიშნებში ყველაზე შრომისმოყვარე თხის რქაა. იმისთვის რომ საქმეზე კონცენტრაცია მოახერხოს და - მაშინაც კი თუ წინა ღამე მუშაობაში გადაათენა - პროდუქტიულობა მაქსიმალურად გამოავლინოს, თხის რქას ყავის ხშირად დალევა უხდება.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა