რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელოდებათ ემიგრაცია 2018 წლის დასასრულამდე?
საქართველოსთვის ემიგრაცია ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიემგზავრება საზღვარგარეთ სხვადასხვა მიზნით - ძირითადად სამუშაოდ და სასწავლებლად. მზარდმა ეკონომიკურმა პრობლემებმა ოჯახები მძიმე რეალობის წინაშე დააყენა - რომელიმე წევრმა უცხოეთს უნდა მიაშუროს. გთავაზობთ იმ ზოდიაქოს ნიშნების ჩამონათვალს, რომელსაც დიდი ალბათობით 2018 წლის დასასრულამდე ემიგრაცია მოუწევს:
ვერძი
ვერძს ან ემიგრაციის გამოცდილება ჰქონია, ან უმოგზაურია, ამიტომ ქვეყნის დატოვება მისთვის ტრაგედია ნამდვილად არ იქნება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უცხო გარემოსა და ადამიანებთან სწრაფად ადაპტირება შეუძლიათ, თუმცა სანამ ვერძი ახალ ადგილას კარგად დაფუძნდება, ნერვებს აჰყვება. ვერძებო, ნუ შფოთავთ! ცეცხლი, რომელიც გონებაში გინთიათ, ჩააქრეთ და ლოგიკურად იაზროვნეთ. თუ რაციონალურობას გამოიჩენთ და ზედმეტად მიმნდობიც არ იქნებით, წვრილ-წვრილ წინააღმდეგობებს გადალახავთ და უცხოეთში საქმე აგეწყობათ.
კურო
კუროთა ნაწილს საერთოდ არ მიუწევს გული უცხო ქვეყნებისკენ, საქართველოში დარჩენა და უკეთესი პირობების მქონე სამსახურის ძიება სურს, მაგრამ დრო არ იცდის - ვალები იზრდება, ოჯახის ბიუჯეტი კოტრდება, გასავალი კი გაცილებით მეტია ვიდრე შემოსავალი - ამიტომ, უნდა თუ არა, წასვლა მოუწევს. კუროთა მეორე ნაწილს ერთი სული აქვს ცხოვრება ე.წ. ”სუფთა ფურცლიდან დაიწყოს“ - თავიდან მოიშოროს აბეზარი წარსული, დაშვებული შეცდომები და ადამიანები, რომლებმაც გული ატკინეს - რასაც მოახერხებს კიდეც. ევროპაში გამგზავრება ახალ შესაძლებლობებს, საკუთარი თავის პოვნის შანსსა და ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ.
თხის რქა
თხის რქა კარგად აცნობიერებს, რომ ძალიან რთულია საქართველოში იმ ეკონომიკურ სტაბილურობას მიღწიოს, რომლისკენაც მუხლჩაუხრელად მიისწრაფის. საქმიანი წინადადება, რომელიც შემოგთავაზეს (ან შემოგთავაზებენ), შესაძლოა დიდად სახარბიელოდ არ გეჩვენებათ, მაგრამ დიდხანს ფიქრის შემდეგ - ყველაფერს კარგად რომ აწონ-დაწონით - დაასკვნით, სხვა გამოსავალი არც მაქვსო. იგივე ენერგიასა და დახარჯულ დროში მეტი ანაზღაურების მიღება უფრო მაცდურია, ვიდრე, როგორც იტყვიან, გროშების.
წყარო: astrologi.ambebi.ge