TOP 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც გახდილი უკეთესად გამოიყურება ვიდრე ჩაცმული
არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამომწვევად სულაც არ იცვამენ, ამიტომ შესაძლოა უცხო თვალს შეუმჩნეველი დარჩეთ მათი სასიამოვნო ფორმები და სექსუალურობა.
ვერძი
ვერძებს ძალიან მიმზიდველი სხეული აქვთ - ლამაზი ფეხები, სწორი ზურგი, გამოყვანილი წელი და სავსე მკერდი. მნიშვნელობა არ აქვს ვერძის წონას, ის ყოველთვის მადას აღუძრავს საპირისპირო სქესს. ვერძები ხაზს არ უსვამენ თავიან მკერდს, არც ზურგს და მუცელს აჩენენ ხშირად, სამაგიეროდ, ხშირად დაინახავთ კოპწია მოკლე კაბებში ან შორტებში. მას, ვისთანაც ვერძი გაშიშვლდება, სიურპრიზი ელოდება!
ქალწული
ქალწული უმეტესწილად კონსერვატულად იცვამს. მას ღრმად სწამს, რომ ვულგარული ჩაცმულობა საჭირო არ არის ადამიანების ყურადღების მისაქცევად. ამ ნიშნით დაბადებულის აზრით, ინტელექტი და განათლებაა პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ ადამიანის შეფასებისას, ჩაცმულობა და სხეულის პროპორციები შესაძლოა მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მეორე ხარისხოვანია. ადამიანი, რომელიც ქალწულს სამოსის გარეშე იხილავს, მოიხიბლება მისი სხეულითა და კანით.
თხის რქა
თხის რქა საქმეზეა ორიენტირებული და როცა სტილზე მიდგება ჯერი, ისეთ სამოსს არჩევს, რომელიც მის სამუშაოს შეეფერება. მოკლედ რომ ვთქვათ, ე.წ. დრესკოდს იცავს. ამ ნიშნით დაბადებულებს არ შეუძლიათ კონცენტრაცია, მაშინ როცა კაბა ქვემოთაა ჩამოსაქაჩი ან დეკოლტე წარამაწა გასასწორებელი - ზედმეტი რომ არაფერი გამოჩნდეს - ამიტომ ურჩევნიათ შეიმოსონ ლამაზად, ელეგანტურად და კომფორტულად, ზედმეტი სექსუალურობის გარეშე. სამაგიეროდ, როცა ტანზე იხდიან პარტნიორს მტყველების უნარს უკარგავენ და ვნების ცეცხლს უკიდებენ!
თევზები
თევზები არაამქვეყნიურები არიან, თავიანთ ოცნებებში დაფრინავენ - სადაც ადამიანებისთვის მთავარი სულიერი მშვენიერება და კეთილშობილი მიზნებია. ისინი ყოველთვის ლამაზად და განსხვავებულად იცვამენ, მაგრამ არაფერში სჭირდებათ სექსუალურობა. როცა საყვარელი ადამიანი თევზს აშიშვლებს, ნუსხავს მისი ტორსი, ბეჭები, გულმკერდი. ამ ნიშნით დაბადებული უტანსაცმლოდ ზღაპრული სამყაროდან მოფარფატებულ, ნაზ ფერიას ემსგავსება.
წყარო: astrologi.ambebi.ge