თეგებით ძიება

რა დროს უნდა უთმობდეთ ძილს? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ექიმები თვლიან, რომ საშუალოდ 8 საათი ძილი არის იდეალური პერიოდი ენერგიის აღსადგენად და დასასვენებლად ნებისმიერი ადამიანისთვის. ასტროლოგები კი მიიჩნევენ, რომ გასათვალისწინებელია ადამიანის ინდივიდუალური მდგომარეობა - ცხოვრების სტილი, მიდრეკილებები, თანდაყოლილი სასიცოცხლო ენერგია, პლანეტები, რომელსაც მათზე გავლენა აქვთ და, რაღა თქმა უნდა, ზოდიაქოს ნიშანი. გაინტერესებთ რა დროს უნდა უთმობდეთ ძილს?


იმისთვის, რომ ორგანიზმმა და გონებამ სრულყოფილი ფუნქციონირება შეძლოს, ვერძს მინიმუმ 6 საათი მაინც უნდა ეძინოს.



კუროსთვის 7 საათი სავსებით საკმარისია ხოლმე, იმისთვის, რომ არც ამოღამებულ თვალებს უჩიოდეს და არც უენერგიობას.


ტყუპი არის ნიშანი, რომელსაც 12 საათის განმავლობაში ძილიც შეუძლია, გადატვირთული კვირის შემდეგ, ის ხომ სულ სადღაც მიიჩქარის, ფუსფუსებს, შეიმეცნებს. მიუხედავად ამისა, მისთვის 5-საათიანი ძილი სავსებით საკმარისია. 

Astrologia


თუ კირჩხიბს 8 საათი არ ეძნება, მოიმატებს მისი გაღიზიანებადობა, შეუნელდება რეფლექსები, წინა პლანზე წამოიწევს დეპრესიული განწყობა, შესაძლოა სასოწარკვეთილებასაც კი მიეცეს, ამიტომ არ დაგენანოთ დრო ძილისთვის. 

Astrologia


ლომსაც, კუროს მსგავსად 7 საათი ძილი ჰყოფნის, მაგრამ თუ დამატებით 30 წუთს აჩუქებს თავის ჯანმრთელობას, უჩვეულო ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს და ბედნიერების ჰორმონიც უფრო ადვილად გამოუმუშავდება ფიზიკური აქტივობებისას, სექსისას თუ შოკოლადის ჭამისას.


გამაოგნებელია, მაგრამ ქალწული არის ნიშანი, რომელსაც არსებობა 3-საათიანი ძილითაც კი შეუძლია. დიახ, ქალწულებო, თქვენ არაფერი დაგემართებათ, თუ საწოლში მხოლოდ 3 საათს გაატარებთ. 



სასწორს ცხრა საათი უნდა ეძინოს, იმისთვის რომ ახალგაზრდობა, სილამაზე და მომხიბვლელობა - რომელიც ასეოდენ მნიშვნელოვანია მისთვის - დიდხანს შეინარჩუნოს.



ასტროლოგები მორიელს რვასაათიან ძილს ურჩევენ, თქვენ ისედაც გაწუხებთ ძილის პრობლემები, განსაკუთრებით ინსომნია, შესაბამისად ორგანიზმმა უნდა აინაზღაუროს დანაკლისი. 



მშვილდოსანმა ძილს 5 საათზე მეტი არ უნდა დაუთმოს, რადგან არ სჭირდება მის სხეულს. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ისედაც ენანებათ დრო საწოლში გასატარებლად, რადგან ცხოვრების ყველა წუთის მაქსიმალურად გამოყენება სურთ. 



თხის რქებისთვის ასტროლოგები აუცილებლად მიიჩნევენ 7-საათიან ძილს. მართლაც, ამ ნიშნით დაბადებულები იმდენს შრომობენ, როგორმე ძალებს თუ არ აღიდგენენ, ავად გახდებიან. 


მერწყულს, თუ დაკავებულია, 4 საათი შეუძლია ეძინოს, მაგრამ თუ დროს იპოვის, რომ ერთი საათიც წაუძინოს, თავს იდეალურად იგრძნობს.

Astrologia


თევზები ის ნიშანია, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი ძილი სჭირდება, განსაკუთრებით გვიან შემოდგომასა და ზამთარში. თუ თქვენ 10-11 საათს გამოიძინებთ, უფრო პროდუქტიულად ისწავლით, იმუშავებთ და სახლის საქმესაც უკეთესად გაართმევთ თავს. 

Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა