თეგებით ძიება

ეს არის სატანური დღეები - მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა, ამასთან ერთად, მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა ერთდროულად, რაც მეტ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს.

„მიმდინარე კვირაში ოთხი გეომაგნიტური დღეა - სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი. ეს დღეები იმ ადამიანებს ეხება, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვს და ხანდაზმული. მეტეოდამოკიდებული ადამიანები ამაზე ძალიან რეაგირებენ. ამ დღეებში, წნევის პრობლემები მაღალი იქნება. მიიღეთ წამლები და მეტად დაასვენეთ თავი. 

დღეს და ხვალ მეტად გაფრთხილდით - მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა ერთდროულად.

ეს არის სატანური დღეები, ცდუნებების ალბათობა. მოდის უარყოფითი ენერგია. ასეთ დროს, საქართველოში გლეხი წყალს არ უსხამდა მცენარეს, ძირები მალე ლპებოდა და ეს იცოდნენ, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ლომებს, სასწორებს და მორიელებს, მათ ენერგია ემატებათ. ზედმეტი ენერგია სად წაიღონ არ იციან, ამიტომ მათ ვთხოვ, მეტი ივარჯიშონ, რომ ენერგია დახარჯონ. სხვაგვარად, ეს ენერგია გადავა აგრესიაში, ან დეპრესიულ ელემენტებში. ამიტომ, ეს ორი დღე ფრთხილად იყავით. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით და იფრთხილეთ ქუჩაში. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ემოციები. 

რადგან დაბნელება ხდება თევზების ზოდიაქოში, მოიმატებს ტყუილების ალბათობა. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და სიტყვაზე ნურავის ენდობით,“ აცხადებს ასტროლოგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა