ვის მოუტანს წარმატებასა და დოვლათს 2019 წელი ანუ ვის ემეგობრება ღორი?
ყოველ ახალ წელს იმედით სავსენი ველოდებით, რადგან გვჯერა, რომ შესაძლოა მეტი შანსი და გასაქანი მოგვეცეს და ჩვენს ოცნებებს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ. ღორის წელი წარმოუდგენელ წარმატებას და სიმდიდრეს მოუტანს 3 ნიშანს:
ვეფხვი
იმის მიუხედავად, რომ ვეფხვი მტაცებელია, ღორი კი მის საკვებად აღიქმება, ჩინურ ჰოროსკოპში ისინი განუყრელი მეგობრები არიან. ღორს ვეფხვი ძალიან მოსწონს, რადგან მონუსხულია მისი შინაგანი ძალითა და სულიერი მხნეობით. თავის მხრივ, ვეფხვიც აღფრთოვანებულია ღორის კეთილსინდისიერებითა და დიდსულოვნებით. ღორის ზედმეტი გულუბრყვილობა კი ვეფხვს მისი დაცვის სურვილს უჩენს. ვეფხვებს ახასიათებთ ძლიერი შინაგანი ენერგია, ბრძოლისუნარიანობა და მიზანსწრაფულობა, ამიტომ ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს. ღორი სწორედ მისგან სწავლობს, როგორ გადარჩეს დაუნდობელ სამყაროში. 2019 წელი ვეფხვებს ჰპირდება წარმატებას, გამდიდრებას, საინტერესო ადგილების მონახულებას, ახალი კავშირების დამყარებას და გავლენიანი მეგობრების შეძენას. თუ თქვენ ის ვეფხვი ხართ, რომელიც ბოლო დროს ფინანსურ პრობლემებში ყელამდე ჩაეფლო, როგორც იქნა, ამოისუნთქავთ.
კურდღელი (კატა)
ღორი ხვდება, რომ კურდღელი ძალიან ნიჭიერია. მეტიც, მისი ტალანტი გარშემო მყოფებისთვის, მათ შორის ღორისთვის, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ზოგადად, კურდღელი იღბლიანობითაც გამოირჩევა: მაშინ, როცა სხვა ნიშნებს ძალიან უჭირთ, კურდღელს ფორტუნაც უღიმის და ვარსკვლავებიც. ღორს არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ კურდღელი ცოტათი მატერიალისტია - მარტივად და ლამაზად ცხოვრება უყვარს - რადგან აცნობიერებს, რომ ცხოვრებაში პრაქტიკულობაა საჭირო. კატას უყვარს საზოგადოება და ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა, შესაბამისად ღორს მასთან ურთიერთობა საინტერესო მოვლენების თანამონაწილედ აქცევს. თუკი კურდღელი სხვაზე ჭორაობას იწყებს, იჩენს ტაქტსა და დახვეწილობას. ღორს მოსწონს, რომ კურდღლი, ერთი მხრივ, ზომიერებას იჩენს და სხვებს ჩირქს არ სცხებს, მეორე მხრივ, სწორად მიაჩნია საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნვა, რაც კურდღელს ნამდვილად არ ესწავლება სხვისგან. 2019 წელი კურდღლებისთვის აღმოჩნდება ხვავისა და ბარაქის მომტანი. ისინი მოახერხებენ ვალების დასტუმრებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, განაახლებენ ავეჯს, შესაძლოა დაგეგმონ რემონტი, შეიძინონ ახალი ავეჯი, ზოგიერთი უკეთეს ბინაში გადავა საცხოვრებლად ან და ქალაქგარეთ იყიდის სახლს.
თხა
თხის წელში დაბადებული ადამიანები, თანდაყოლილი ელეგანტურობით და კომუნიკაბელურობით გამორჩევიან - სწორედ ამით ხიბლავენ ღორს. ამ ადამიანს ძალიან უყვარს ჩივილი, სხვებისთვის გულის აჩუყება, თუმცა თავის მხრივ, იმის მოთხოვნილებაც აქვს, რომ რჩევას სხვებიც ეკითხებოდნენ, ანუ მის აზრს ითვალისწინებდნენ. ღორთან შეხვედრა მისთვის ბედნიერების პოვნის ტოლფასია. ღორი ხომ, ერთი მხრივ, კეთილშობილია და მუდამ გვერდში უდგას სხვებს, მეორე მხრივ, კი ყოველთვის მზად არის გაჭირვების ჟამს მეგობრებს მიაკითხოს. თხებისთვის 2019 წელი ბიზნესის აყვავების პერიოდი იქნება. მოგება, რომელსაც მიიღებთ გადააჭარბებს მოლოდინს. ამიტომ, თუ ჯერ არ წამოგიწყიათ თქვენი საქმე, დროა სერიოზულად დაფიქრდეთ, ბიზნესის გაძღოლა ხომ არ ღირს?! გამდიდრება ელოდებათ ხელოვნების სფეროში მოღვაწე თხებსაც - მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ გაეყიდათ თავიანთი ნახატი, რომანი ან სხვა ინტელექტუალური საკუთრება, მაგრამ ვერ პოულობდნენ შესაფერის პარტნიორებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge