ვის არ სწყალობს ღორი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ანუ ვის გაუჭირდება 2019 წელს?
სირთულეების გადალახვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მართალია, ზოგჯერ ყველა პრობლემა ერთად შემოგვიტევს ხოლმე, მაგრამ ბოლოს მოთმინებისთვისა და გამძლეობისთვის ვჯილდოვდებით კიდეც - ბედნიერებისა და სიმშვიდის პერიოდი გვიდგება. 2019 წელი ზოგიერთი ნიშნისთვის სულაც არ იქნება დალხენილი და უდარდელი, რადგან ღორი არ სწყალობს მათ.
გველი
გველი ბუნებამ თანდაყოლილი ნებისყოფით, ინტუიციით და გამჭრიახობით დაგაჯილოვა. ამ წელს დაბადებული მამაკაცები განსაკუთრებული ემოციურობით, რომანტიულობით და სენტიმანტალურობით გამოირჩევიან, რასაც ვერ ვიტყვით ღორის ნიშნით დაბადებულ კაცებზე. პირველ რიგში, სწორედ ეს ქმნის გაურკვევლობას მათ შორის - სამყაროს სხვადასხვაგვარი ხედვა. ქალები მისტიკურები და ეშხიანები არიან, ამიტომ ღორში, რომელიც ჩვეულებრივ კეთილია, ბოროტ მხარეს აღვიძებენ და შურს იწვევენ. გველი გარშემო მყოფთა შორის ბრძენი ადამიანის სახელით სარგებლობს. ის - ნებსით თუ უნებლიეთ - გამუდმებით უმტკიცებს ღორს, რომ თავად უპირატესობით სარგებლობს. უნარი, უშეცდომოდ გამოიცნოს გარშემო მყოფთა ფარული ზრახვები, ბევრი გველის წელში დაბადებულისთვისაა დამახასიათებელი. ამ ნიჭით ღორს აშინებს.
მაიმუნი
მაიმუნების კომუნიკაბელურობა გამაოგნებელია. მათ ადამიანების ნდობის სწრაფად მოპოვება ეხერხებათ. იმის მიუხედვად, რომ ჩვეულებრივ ღორი გულუბრყვილო და მიმნდობია, დისტანციურობას ინარჩუნებს მასთან, რადგან ფიქრობს, რომ "ყველას მეგობარი არავის მეგობარია." ამაოდ ეცდებით გაარკვიოთ რეალურად რას ფიქრობს თქვენზე მაიმუნი, ამიტომ ღორს ის პირფერად და აფერისტად მიაჩნია - რამდენად შეეფერება მისი შეხედულებები რეალობას, სხვა საკითხია. მაიმუნს ახასიათებს ფარული ამპარტავნება, რაც ღორში დიდ აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს. მაიმუნს აქვს კარგად განვითარებული შორსმჭვრეტელობის ნიჭი, რასაც ერუდიციისკენ დაუღალავი სწრაფვით და ინტელექტის ამაღლებით იმყარებს. ღორს არ სჩვევია ასეთი დაუშრეტელი ინტერესის გამოვლენა სწავლისადმი და ზოგჯერ მატრაკვეცობადაც კი მიაჩნია მაიმუნის გამოხდომები - მაგალითად, მაშინ როცა შეუფერებელ ადგილას იწყებს წიგნის კითხვას ან ენციკლოპედიური ინფორმაციის ფრქვევით იწონებს თავს.
წყარო: astrologi.ambebi.ge