კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის (12.11. - 17.11)
მაშინაც კი თუ, ერთი შეხედვით, გეჩვენებათ, რომ თქვენი ცხოვრების ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, ოდესმე უკან მიიხედავთ და აღმოაჩენთ, რამდენი რამ შეცვლილა, ბევრი ადამიანი დაგიკარგავთ და ცოტა შეგიძენიათ, თავადაც გამოცვლილხართ და ახალი მიზნები დაგისახიათ. როგორ ხდება ეს ცვლილებები? ნელ-ნელა, დღითი დღე, კვირიდან კვირამდე. თუ გაინტერესებთ რა შეიცვლება კონკრეტულად ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში, გაეცანით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს:
თხის რქა
თუ გაქვთ იდეა, რომელსაც საკმაოდ დიდი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება განსახორციელებლად, თქვენ კი ბანკის ანგარიშზე შესაფერისი თანხა არ გაქვთ, ნუ დანებდებით. მაქსიმალურად გამოიყენეთ ინტერნეტი: დაძებნეთ კომპანიები, რომლებსაც შესაძლოა ხელს აძლევდეს თქვენთან თანამშრომლობა; გადახედეთ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებს. გარდა ამისა ყურადღება გაამახვილეთ უცხოურ ინვესტიციებზე. შეუძლებელი არაფერია. თუ მართლა გსურთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ყველაფერი გააკეთეთ მიზნის მისაღწევად. თუ მარტოხელა ხართ, ამ კვირაში მეორე ნახევრის პოვნის შანსი გეძლევათ. თხის რქებო, უნდა შეეგუოთ ერთ ფაქტს: ყველას და ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ, ადამიანებს თავიანთი ცხოვრება აქვთ და არჩევანსაც თავად აკეთებენ. თქვენ მხოლოდ რჩევის მიცემა და მათზე დაკვირვება შეგიძლიათ.
მერწყული
აგინაზღაურდებათ შრომა, რომელიც გასწიეთ; დახარჯული დრო და ენერგიაც დაგიფასდებათ. მოულოდნელად შეამცირებენ პროექტის ან დავალების ჩაბარების ვადას. გადმოწეული "დედლაინი" დისკომფორტს შეგიქმნით, მაგრამ საქმეს თავს მაინც კარგად გაართმევთ. კარგი დროა ფინანსური გეგმების შესადგენად. ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები მომავალში წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა გამოგიჩნდეთ ახალი შემოსავლის წყარო ან შემოგთავაზონ უშტატო თანამშრომლის პოზიცია. ზოგიერთ მერწყულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება მოუწევს. გაპროტესტებას აზრი არ აქვს, ტყუილად შეხვალთ კონფლიქტში. შესაძლოა ჩაგაბარონ მნიშვნელოვანი საბუთების დახარისხება, რითაც საჭირო ინფორმაციას მოიპოვებთ.
თევზები
ამ კვირაში შესაძლოა გაიზარდოს კონკურენცია სამსახურში ან სასწავლებელში. ადამიანები ბინძური გზებით შეეცდებიან თქვენს დამარცხებას, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგაწოდებენ. გაიჩინეთ ძლიერი მოკავშირე. ამ შვიდი დღის განმავლობაში მიეცით თავს პირადი სივრცე და განვითარების საშუალება. მეტი დრო დაუთმეთ მეცადინეობას, კითხვას, ახალი ენის შესწავლას. თევზებს, რომლებსაც წერა ეხერხებათ, მუზა ეწვევათ. ნუ წაუყრუებთ მას და ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივდათ. თუ ბოლო დროს ძილიანობა დაგჩემდათ, გჭირდებათ ჯანსაღი რეჟიმი - დროულად დაძინება, ფიზიკური აქტივობა და ნაკლები ტკბილეულის ჭამა.
ვერძი
ამ კვირაში მიმდინარე მოვლენების გამო თავი სიურრეალისტურ ფილმში გეგონებათ. შეიძინეთ ჟურნალი ან გაზეთი, რადგან სწორედ მასში იპოვით არსებული პრობლემიდან გამოსავალს, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს.
თუ გასული 6 კვირის განმავლობაში თქვენი სასიყვარულო ცხოვრება ატლანტიდასავით ჩაიძირა, მისი აღზევების პერიოდი იწყება. თქვენ და თქვენ პარტნიორს ახალი საერთო ინტერესი ან ჰობი გაგიჩნდებათ, რაც უფრო დაგაახლოებთ. მარტოხელა ვერძებს ამ კვირაში დაეუფლებათ შეგრძნება, რომ ვერასდროს შეხვდებიან შესაფერის პარტნიორს - რაც, რა თქმა უნდა, სიმართლე არ არის.
კურო
ამ კვირაში თქვენი პრიორიტეტი სტრატეგიული პარტნიორების მოძიება და მათთან ურთიერთობის ჩამოყალიბება იქნება. თუ უკვე გყავთ ასეთი ადამიანები (კომპანიები, ორგანიზაციები), მათთან კავშირს კიდევ უფრო გაამყარებთ. შესაძლოა დაგტვირთონ ისეთი დავალებებით, რომელთა მოკლე დროში შესრულებაც არარეალურია. თუ ფიქრობთ, რომ თავს ვერ გაართმევთ, სთხოვეთ ხელმძღვანელებს, რომ პროექტისა თუ საბუთების "დედლაინი" გადაგიწიონ. კუროებო, ბოლო დროს თავს აღარ უვლით. ამ კვირაში მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობას. ამ ნიშნით დაბადებულები, რომლებიც სამსახურიდან წამოსვლას აპირებენ ან სწავლისთვის თავის დანებებას, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ მერე სანანებელი არ გაუხდეთ. კუროები, თქვენით დაინტერესებული პიროვნება გამოგიგზავნით მინიშნებას ან "სიგნალს", რომელიც შესაძლოა სწორად ვერ გაიგოთ.
ტყუპი
სამშაბათიდან თქვენში "შოპინგის" სურვილი იმძლავრებს, ამიტომ შესაძლოა ხელფასი შემოგეხარჯოთ. ოთხშაბათიდან გაიზრდება თქვენი მოტივაცია, რაც დადებითად აისახება სამსახურზეც, ბიზნესზეც, სწავლა-განათლებაზეცა და სოციალურ ურთიერთობებზეც. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ წლის ბოლოს არავის აწინაურებენ, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ თქვენ გახდებით "ის რჩეული" - რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ტემპს არ დააგდებთ და უფროსს დაანახვებთ, როგორი მნიშვნელოვანი, საჭირო და კვალიფიციური კადრი ხართ.
პარასკევიდან თქვენს ცხოვრებაში ბრუნდება ფლირტი, ვნება და რომანტიკა, რომლებიც ასე გენატრებოდათ.
კირჩხიბი
კირჩხიბების უმეტესობა ვნების მორევში გადაეშვება ამ კვირაში. მათი სქესობრივი ცხოვრება უჩვეულოდ გააქტიურდება. ზოგიერთი კირჩხიბი მოახერხებს სამსახურიდან დაეთხოვოს ან დინამიკურად მიმდინარე, მწვავე მოვლენებს ჩამოშორდეს და ჩაიმალოს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველაფერი, რაც თქვენ ირგვლივ მოხდება, სულში სამუდამოდ დაგელექებათ და მნიშვნელოვან გამოცდილებად გადაიქცევა. კირჩხიბებმა, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ, ამ კვირაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააცდინონ ლექციები. რაც შეეხება სიყვარულს... პარტნიორთან სრულ იდილიას დაამყარებთ. ამ კვირაში არაა მოსალოდნელი კონფლიქტები და გაუგებრობები. შაბათ-კვირას შესაძლოა წახვიდეთ დაბადების დღეზე ან ქორწილზე.
ლომი
ლომების დიდი ნაწილი რეალობად აქცევს ფანტაზიებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უტრიალებდათ გონებაში. ამ ნიშნით დაბადებულებს დაეუფლებათ სრული კომფორტისა და დაცულობის შეგრძნება, რაც პირდაპირ მისწრებაა დამთრგუნველი და რთული კვირების შემდეგ. ლომები, რომლებსაც პარტნიორი ჰყავთ, საერთო მომავლის დაგეგმვას დაიწყებენ და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ სწორად შეარჩიეს მეორე ნახევარი. ზოგიერთი ლომი ნებაყოფლობით დატოვებს სამსახურს. კვირის ბოლოს თქვენში იმატებს ეჭვიანობა, ასე რომ მოემზადეთ მღელვარებისა და მცირე დრამისთვის.
ქალწული
მთელი კვირის განმავლობაში იფიქრებთ თქვენი ურთიერთობის სტატუსზე: რამდენად გაკმაყოფილებთ? ხომ არ გინდათ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ წინ? ან იქნებ, პირიქით, თვლით, რომ ძალიან დააჩქარეთ მოვლენების განვითარება? მარტოხელა ქალწულებს მოსწყინდებათ საღამოების მარტო გატარება და მეგობრის დახმარებით, პაემანს დაგეგმავენ, ან სოციალურ ქსელში გაცნობილ ადამიანს შეხვდებიან, რომელსაც უწინ ხანდახან ეჩატავებოდნენ. იმ ქალწულებს, რომლებიც კატეგორიულად უარს ამბობენ რომანტიკასა და სასიყვარულო ურთიერთობებზე, საბედისწერო შეხვედრა ელოდებათ. ფრთხილად! შესაძლოა თქვენი უყურადღებობისა და ულცივობის გამო ნამდვილი სიყვარული დაგისხლდეთ ხელიდან.
სასწორი
თუ ხელი მიგიწვდებათ, აუცილებლად ჩაეწერეთ იოგაზე, რადგან აფორიაქებული ხართ და ბალანსი - რომელიც ასეოდენ გჭირდებათ ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად - დაგერღვათ. თუ მის აღდგენას ფიზიკური აქტივობებით ვერ მოახერხებთ, წადით ქალაქგარეთ და განმარტოვდით ბუნებაში, ან მოაწყვეთ "მოგზაურობა წარსულში." კარგად დაფიქრდით: ვინ იყავით? რა გამოიარეთ? რა ისწავლეთ? რის გამო სცემთ პატივს საკუთარ თავს? ჰკითხეთ თქვენს თავს, ვინ ხართ დღეს? რა გინდათ, საით მიდიხართ? შესაძლოა ამ კვირაში აღმოჩნდეთ დილემის წინაშე. საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე, კარგი იქნებოდა, თუ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გაესაუბრებოდით.
მორიელი
ამ კვირაში მოსალოდნელია ე.წ. ივენთზე, გამოფენაზე ან საქველმოქმედი საღამოზე დასწრება, რომელიც თქვენი შთაგონების წყაროდ იქცევა. ასე რომ, თუ სადმე მიგიწვევენ, უარს ნუ იტყვით. მორიელების ნაწილში კიდევ უფრო გააქტიურდება ვნება, ამიტომ შესაძლოა სქესობრივი კავშირი დაამყაროთ ადამიანთან, რომელიც უწინ გულზე არ გეხატებოდათ. კვირის ბოლომდე თამამად წადით რისკზე. არ შეგეშინდეთ განსხვავებული აზრის გამოხატვის. ზოგიერთი მორიელი, რომელსაც პარტნიორი ჰყავს, მიხვდება, რომ ურთიერთობა კრიზისშია და შველა სჭირდება. ნუ შეშინდებით, ჯერ კიდევ შეიძლება იმის გადარჩენა, რაც თქვენთვის ასეოდენ მნიშვნელოვანია. უბრალოდ, დაელაპარაკეთ საყვარელ ადამიანს.
წყარო: astrologi.ambebi.ge