15 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები. შეიძლება ვერ განახორციელოთ ზოგიერთი სურვილი. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას.
კურო
სხვა დღისთვის გადადეთ ინფორმაციის მოძიება, მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება. დაკვირვებით წარმართეთ დიალოგი კლიენტთან, მეუღლესთან. ნუ მოგერიდებათ კრიტიკის. თამამად და არგუმენტირებულად დაამტკიცეთ თქვენი სიმართლე.
ტყუპი
დილა ექსპერიმენტებსა და თანამოაზრეებთან იდეების განხილვას დაუთმეთ. კარგი დღეა პროდუქტების საყიდლად, კერძების მოსამზადებლად. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა ელის. ნეგატიურმა ფიქრებმა შეიძლება ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანოთ.
კირჩხიბი
შეფერხებაა მოსალოდნელი იმ საქმეში, რომელიც თითქმის დასრულებულ-მოგვარებული გეგონათ. დაკვირვებული იყავით და ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები. განიხილეთ ყველა პლუს-მინუსი. დახმარება (ფინანსურიც) მხოლოდ ერთგულ მეგობრებს სთხოვეთ.
ლომი
იყავით ობიექტური, დიპლომატიური. შეიძლება არ გამართლდეს ზოგიერთი მოლოდინი. შეიძლება დახმარებაზე უარი გითხრათ ადამიანმა, ვისი იმედიც გქონდათ. კარგად განიხილეთ შედგენილი გეგმა.
ქალწული
აზარტული და ენერგიული ხართ. შეიძლება რისკზეც წახვიდეთ. საღამოს საღი აზრი დაგიბრუნდებათ და მომხდარის გაანალიზებას შეძლებთ. კრიტიკულად შეაფასეთ პირველ რიგში საკუთარი ქმედება. თუ ვინმესთან სერიოზულად აპირებთ დალაპარაკებას, ერთგული ადამიანი შეარჩიეთ.
სასწორი
ნუ იკამათებთ ადამიანებთან, ვისაც თავი ლიდერი, მეფე, განსაკუთრებული ჰგონია. საღამოს კარგია წვრილი საყიდლები, მოლაპარაკებების დანიშვნა. ამ პერიოდშივე მოაგვარეთ საოჯახო და ფინანსური სკაითხები.
მორიელი
დილა რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საპასუხისმგებლო ორიგინალურ საქმეებსაც კი რეკორდულ დროში გაუმკლავდებით. საღამოს მნიშვნელოვანის საუბარი გელით ერთგულ კლიენტთან, საქმიან პარტნიორთან.
მშვილდოსანი
იდეებით აღსავსეც ხართ და ენერგიულიც. ეცადეთ არ ჩაგიქრეთ ენთუზიაზმის შეგრძნება, კარგად განიხილეთ ფინანსური საკითხები, გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებთ და უინტერესო საქმეების მოგვარებას დაავალებთ და ამოქმედდით.
თხის რქა
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საოჯახო საქმეები. ურთიერთობის გაუმჯობესება ნათესავებთან. კარგი დღეა კულინარიული ექსპერიმენტებისთვის, მომადუნებელი მასაჟისთვის. მანდილოსნება გამონახეთ დრო ხელსაქმისა და შოპინგისთვის. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობარს.
მერწყული
დილა თავისუფალ საქმიანობას დაუთმეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახალგაცნობილთან, მონაწილეობა მიიღეთ საინტერესო საქმიანობაში (ლექცია, ექსკურსია). საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
თევზები
გაგიტაცებთ ფინანსური ავანტიურა, სასიყვარულო თავგადასავალი. შეიძლება განსხვავებული კერძების დაგემოვნება მოგინდეთ. საყვარელ ადამიანს საჩუქრებითა და ზრუნველობით აავსებთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge