16 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა საყიდლებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ხარისხს, მარკას, ესთეტიკურ მხარეს. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი კულინარიაში.
კურო
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში დაფასებას და აღიარებას მოიპოვებთ. თქვენ მიმართ გამოთქმული კრიტიკა უფრო შურია. კარგია მასაჟი. საღამოს მოაწყვეთ შემოქმედები შეხვედრა.
ტყუპი
გაშფოთებთ მატერიალური, გარშემო მყოფებთან ურთიერთობისა და მოგზაურობის საკითხები. თუმცა, ნუ შეშინდებით, თქვენ ნებისმიერი სიტუაციიდან შეძლებთ გამოძვრომას. ნუ მოგერიდებათ ახლობლებისთვის დახმარების თხოვნა. შეიძლება ზოგიერთი ვალი, დანაშაული გაპატიონ.
კირჩხიბი
უსიამოვნები, რომლებისაც გულის სიღრმეში გეშინიათ, თქვენი ფანტაზიის ნაყოფია. ნუ გაჩერდებით და გაჩუმდებით, იმოქმედეთ იმის აღმოსაფხვრელად, რაც გაწუხებთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად.
ლომი
სასურველის მისაღწევად მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. მეტად გამოავლინეთ პასუხისმგებლობა. განსაკუთრებით, საოჯახო საქმეების შესრულებისას. ერთგულ პარტნიორებთან ერთად დაგეგმეთ ბიუჯეტი, მშენებლობა და რემონტი.
ქალწული
აქტიური და პრაქტიკული ხართ. ყველა საქმე გამოგივათ, რასაც მიზნად დაისახავთ. გააუმჯობესეთ კონტაქტები უცხოლებთან. განავითარეთ რომანი და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ჭორებს, კონკურენტების ქცევას.
სასწორი
პესიმისტურად ნუ ხართ განწყობილი. საქმით დაამტკიცეთ თქვენი შესაძლებლობა და არა სიტყვებით. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. საღამოს მეგობრებს შინ უმასპინძლეთ.
მორიელი
ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საუბარს. გასაგებად ჩამოაყალიბეთ თქვენი მოსაზრებები. განიხილეთ ის საკითხები, რომლებიც გაწუხებთ. იქონიეთ ნათესავების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი.
მშვილდოსანი
მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები. განსაკუთრებით თუ ეს წარსულში დაშვებულ შეცდომას და საიდუმლოს ეხება. მეტად გამოავლინეთ მოთმინება, პრაქტიკულობა, დაკვირვებულობა.
თხის რქა
საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად კომფორტულ დასვენებაზე ოცნებობთ. იქნებ, მოახერხთ და დღეს დაასრულოთ საქმეები, რათა უქმეები მშვიდ გარემოში გაატაროთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან, ძველ მეგობრებთან.
მერწყული
ნაკლები იფიქრეთ ვალდებულებებზე, კარიერაზე, წარუმატებლობაზე, კრიტიკაზე და მეტი - პირად სიამოვნებაზე. საყვარელი ადამიანები არ მიგატოვებენ. საღამო მშობლების, შვილების, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.
თევზები
კარგი დღეა დასვენებისა და შოპინგისთვის. აგრეთვე, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაგიტაცებთ: მასაჟი, მუსიკა, კულინარია. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. მოსალოდნელია კავშირის (სატელეფონო, ინტერნეტი) გაწყვეტა.
წყარო: astrologi.ambebi.ge