4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ნოემბერი წარმოუდგენლად გაუტკბილდებათ
კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ბედნიერების მთავარ ფორმულაა - ფული, ჯანსაღი პირადი ურთიერთობა, სიყვარული და სამსახური, სადაც „ჯიბე’’ მარტივად შეიძლება გასქელდეს. როდესაც ადამიანები უკმაყოფილო არიან თავიანთი ცხოვრებით, ვარდებიან დეპრესიაში და უძნელდებათ მართონ ბედისწერის სადავეები. თუ გსურთ, რომ საუკეთესოდ დაგეგმოთ საკუთარი ცხოვრების გზა, ხშირად ესაუბრეთ თავს ხმამაღლა. წარმოგიდგენთ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომლებისთვისაც ნოემბრის ბოლო 2 კვირა წარმოუდგენლად გატკბილდება. ვარსკვლავების წინასწარმეტყველებით, ისინი ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან.
კურო
ნოემბრის ბოლო განსაკუთრებულად წარმატებული კუროებისთვის იქნება. ამ ნიშით დაბადებულებო, გესმით საქორწილო ზარებს ხმა?! პირად ფრონტზე წარმოუდგენელი ცვილებები გელოდებათ! ვარსკვლავებმაც კი არ იციან, ეს სიხარული უახლოეს 2 დღეში თუ 2 კვირაში დაგატყდებათ თავს! არ დაიბნეთ, სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება, როცა თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი თავად მოგაკითხავთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ და დააფასონ თითოეული შესაძლებლობა. შანსები, რომლებიც ნოემბრის ბოლოს გამოგიჩნდებათ, დიდი ხანი არ გამეორდება. ასტროლოგიური კალენდარი გვაუწყებს, რომ 2018 წლის მიწურულს თქვენი ოცნებების ახდენის პერიოდი დგება. ნოემბერი კი სასიამოვნო მოვლენების დასაწყისი გახდება. იყავით პოზიტიური, ენერგიული და მიმზიდველები, რადგან ახლა თქვენი აღმავლობის დროა.
თევზები
თევზებისთვის ნოემბერი სიყვარულის თვედ იქცევა. სასიყვარულო ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები გელით. ეს ის პერიოდია ,რომელიც მარადიული ბედნიერების გასაღებს გაპოვნინებთ. თქვენი ელეგანტურობა და გონებამახვილობა მამაკაცებს უყურადღებოდ არ დარჩებათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია 17 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე. სწორედ ეს 9 დღე განაპირობებს თქვენი სამომავლო ცხოვრების განვითარებას.
მორიელი
ასტროლკოგიური პროგნოზების მიხედვით, თქვენ ორგანიზებულ პირად ურთიერთობას დამყარებთ. ენდეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას, უახლოეს მეგობრებსაც კი არ დაუჯეროთ და ქორწილს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ფერად რეალობად აქცევთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge