18 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი სიახლეები და მრავალფეროვნება გსურთ. კარგი დღეა ექსკურსიისა და ექსპერიმენტებისთვის. აგრეთვე, ახალ პროგრამებსა და ტექნოლოგიებში გასარკვევად.
კურო
ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. სიტუაცია შეიძლება იყოს ცვალებადი. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, მინდობილობებს.
ტყუპი
ნუ გასცემთ დაპირებებს, დაგეგმავთ საქმეებს, აირჩევთ პროფესიას. ტყუილის სიმართლისგან გარჩევაში მეგობრები დაგეხმარებიან.
კირჩხიბი
თქვენთვის საინტერესო ამბებს გაიგებთ. კარგი დღეა ვირტუალური ურთიერთობისთვის. სიფრთხილე გმართებთ მარშრუტის არჩევისას, ინფორმაციის მიღებისას.
ლომი
კომუნიკაბელური ხართ და სასაუბროდ მსუბუქი თემები აარჩიეთ. შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე საჭირო ინფორმაცია ფოტო ან აუდიო ვერსიით მიიღოთ.
ქალწული
ნუ ენდობით პარტნიორებს. იყავით დაკვირვებული და ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. გამოგადგებათ ცოდნა ტექნიკის, ელექტროობის, კომუნიკაციის სფეროში.
სასწორი
სახლს მიჯაჭვული ნიშნებიც კი დაფიქრდებიან მოგზაურობაზე, მივლინებაზე, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება საეჭვო წერილი მიიღოთ.
მორიელი
ურთიერთობების, მივლინების დღეა. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მუშაობისას იყავით დაკვირვებული დეტალების მიმართ.
მშვილდოსანი
ნურავის ენდობით, ახლობლებსაც კი. შეიძლება ერთგული ადამიანშიც შეგეპაროთ ეჭვი. ზოგიერთი ძველი შეყვარებულის მიტოვებას და ახლის ძიებას დაიწყებს.
თხის რქა
მცირე უსიამოვნებების გამო ნერვებს ნუ მოიშლით. იუმორით შეხედეთ მომხდარს. მეტად დაისვენეთ და გაიუმჯობესეთ ძილისა და დასვენების რეჟიმი.
მერწყული
დაბნეულობის გამო მნიშვნელოვან საქმეებს ნუ შეეჭიდებით. შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ მეგობარში, საყვარელ ადამიანში. გამოასწორეთ შეცდომები ადრე შესრულებულ საქმეში.
თევზები
ნურავის ენდობით. შეიძლება საეჭვო და ბუნდოვან სიტუაციაში ნათესავების ხელშეწყობით აღმოჩნდეთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას შვილებთან, საყვარელ ადამიანთან.
წყარო: astrologi.ambebi.ge