18 ნოემბერი, მთვარის მეთორმეტე დღე
კვირა, მთვარე გადის ვერძის ზოდიაქოს
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც;
მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას;
მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა;
არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ;
არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას;
კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ;
ამ დღეს კეთილი ადამიანები იბადებიან, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი შეხვდებათ.
მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს (გარდა ვაშლისა).
შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც.
მოერიდეთ ვარცხნილობის შეცვლას.
ამ დღის ქვებია: ყვითელი მარჯანი, ვარდისფერი მარგალიტი, ლაზურიტი.
დღის გაფრთხილება: მოერიდეთ ტირილს, დაღვრილი სითხე ან გატეხილი ჭურჭელი მარტოობასა და ტანჯვას მოასწავებს.
მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 15:08
მთვარე ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 19:56
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ვერძში
ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.
წყარო: astrologi.ambebi.ge