ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად: 7 წყვილი, რომელიც სამარადისო სიყვარულს იპოვის
ურთიერთობის დასაწყისში ადამიანები ეიფორიას განიცდიან, მაგრამ მკვეთრი ემოციები და შთაბეჭდილებები არაა იმის გარანტი, რომ ორი ადამიანი მომავალში ბედნიერად განაგრძობს ცხოვრებას. დღეს იდეალურ ზოდიაქოს იდეალურ წყვილებს გაგაცნობთ. ნახეთ, იქნებ თქვენც მოხვდით იდეალური წყვილების შვიდეულში.
ვერძი და ტყუპი
ჰაერი და ცეცხლი - ეს ორი სტიქია იდეალურად აბალანსებს ერთმანეთს. როგორც ცეცხლს არ შეუძლია
ჰაერის გარეშე, ისე ვერძი ვერ ძლებს ტყუპის გარეშე. ისინი მხოლოდ ფიზიკურად კი არა, ინტელექტუალურადაც იზიდავენ ერთმანეთს. მათ იდეალური ოჯახის შექმნა შეუძლიათ. მუდამ ბედნიერები არიან და სიყვარული ნებისმიერ სირთულეს აძლევინებთ.
მშვილდოსანი და ლომი
ლოგიკურად, ორი ცეცხლოვანი ნიშანი ერთმანეთის კონკურენტი უნდა იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი სიყვარული ტყუილზეა აგებული. ნამდვილი სიყვარული კი მათ შეუძლებელს შეაძლებინებს. ასტროლოგები ლომისა და მშვილდოსნის წყვილს ურჩევენ, ხშირად იმოგზაურონ. ეს მათ სიყვარულის ცეცხლს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ვერძი და სასწორი
სასწორს ვენერა მფარველობს, ვერძს - მარსი. ეს ორი ნიშანი ერთმანეთის მიმართ ინტერესს არასდროს კარგავს. ერთად თავბრუდამხვევ წარმატებას აღწევენ და რაც მთავარია, ერთად ბედნიერები არიან.
წყარო: astrologi.ambebi.ge