19 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი მოსალოდნელია პრობლემა ტრანსპორტთან ან შეიძლება გადაადგილებისას გაგიფუჭდეთ განწყობა. შორ მანძილზე მგზავრობისას მოწესრიგებული გქონდეთ დოკუმენტები.
კურო
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსებისა და ბიზნესის გაუმჯობესების საკითხს. მოსალოდნელია მივლინება, შეფერხება მიმოწერისა და საქონლის მიღებისას. ნუ შეიძენთ მედიკამენტებს, წვრილ ტექნიკას.
ტყუპი
გაღიზიანებული და დაბნეული ხართ. შეიძლება აგრესიაც მოგეძალოთ. მეტად აკონტროლეთ ემოციები. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, მედიკამენტების მიღებისას და ტექნიკასთან მუშაობისას.
კირჩხიბი
ნუ გაამხელთ გარშემო მყოფების საიდუმლოებებს. რთულ სიტუაციებში თავი მშვიდად და ღირსეულად გეჭიროთ. სიფრთხილე გმართებთ გზაში, უცნობებთან. მოსალოდნელია კავშირის გაწყვეტა, შეფერხება, დაზიანება.
ლომი
თუ წარმატების მიღწევა გსურთ, იყავით აკურატული, ურთიერთობაშიც და მუშაობაშიც. ბიზნესმენები ნუ გააფორმებთ სწრაფ გარიგებებს. განსაკუთრებით უცხო ადამიანებთან. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკება.
ქალწული
აჩქარებით ყველა საქმეს გააფუჭებთ. საქმის სრულყოფილებაში დარწმუნებული რომც იყოთ, მაინც გადაამოწმეთ. დახმარებითვის მიმართეთ გავლენიან ადამიანებს. მოსალოდნელია ტრავმა, ნერვიულობა, უსიამოვნება საჭმლის მომნელებელი სისტემასთან.
სასწორი
სხვა დღისთვის გადადეთ მოგზაურობის დაწყება, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი, გადაზიდვები. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ საქმიანმა ან სასიყვარულო პარტნიორმა. შეიძლება დარტმა მიიღოთ იმ ადგილიდან, სადაც საფრთხეს საერთოდ არ ელოდით.
მორიელი
დაკვირვება და სიფრთხილე გმართებთ საქმეების მოგვარებისას. შეიძლება მარტივ საქმეშიც კი სულელურად დამარცხდეთ. შეიძლება უსიამოვნება მოგიტანოთ გაუფრთხილებელმა ქცევამ, გარიგებამ, მგზავრობამ. სხვა დღისთვის გადადეთ მნივნელოვანი დოკუმენტების გაფორმება. განსაკუთრებით მემკვიდრეობასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული.
მშვილდოსანი
გააქტიურდებიან კონკურენტები. შეიძლება უსიამოვნება შეგემთხვეთ დამკვეთთან. არავისთან გააფორმოთ ალიანსი. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრთან.
თხის რქა
სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან ურთიერთობისას. მოსალოდნელია ტრავმა. შეამცირეთ საქმეები და შეხვედრები. მეტი დრო გაატარეთ მშვიდ, ოჯახურ გარემოში. სხვა დღისთვის გადადეთ ვიზიტი ექიმთან.
მერწყული
მოიმატებს უსიამოვნება საქმიან პარტნიორებთან, ინტრიგა - კოლეგებთან. აგრეთვე, გაიზრდება კრიტიკული სიტუაცია (ტრავმა, ტექნიკის გაფუჭება). სულიერ სიმშვიდეს საყვარელ ადამიანთან კონტაქტი მოგანიჭებთ.
თევზები
უსიამოვნებებისა და კამათის დღეა. თავი კომფორტულად შეიძლება სახლშიც კი ვერ იგრძნოთ. იყავით მეტად დიპლომატიური. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. მშვიდ გარემოში განტვირთვას.
წყარო: astrologi.ambebi.ge