რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
ქართველები სულსწრაფები ვართ და თან გემრიელად ჭამა ჩვენი სუსტი წერილია. გასაკვირი არ არის ნოემბრიდანვე რომ ვიწყებთ საახალწლო სუფრაზე ფიქრს. გვსურს, ვიცოდეთ დაახლოებით რა დაგვიჯდება ისეთი მაგიდის გაწყობა, რომელიც ხვავსა და ბარაქას მოუტანს ჩვენს ოჯახს. გთავაზობთ იმ კერძების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოათავსოთ სუფრაზე, სიმდიდრის მოსაზიდად:
როლები ან ტოლმა
ჩინურ სამზარეულოში როლები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია. როლებს, ჩვეულებრივ, ჩინელები მიირთმევენ გაზაფხულის ფესტივალზე ან გაზაფხულის პირველ დღეს, რადგან ამ დროს ბუნება იღვიძებს და ახალ ციკლს იწყებს. ჩინელებს სჯერათ, რომ ადამიანსაც - ბუნების მსგავსად - აქვს გამოღვიძებისა და მიძინების პერიოდები; ახალი წლის სუფრაზეც სწორედ ამ მიზეზით უნდა იყოს როლები, ის ახალი სიცოცხლის სიმბოლო იქნება და ხელგაშლილი შეეგებება მომავალ შანსებსა თუ შესაძლებლობას. ტოლმა, შეიძლება ითქვას, როლის ქართული ანალოგია. თუ თქვენ როლების მომზადებას ვერ შეძლებთ ან უბრალოდ, არ გინდათ, შეგიძლიათ ტოლმით ჩაანაცვლოთ.
ე.წ. დამფლინგი ან ხინკალი, პელმენი /"ვარენიკი"
როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, 2019 წელს თქვენს სუფრაზე საჭიროა ხინკლის, პელმენის ან "ვარენიკის" ადგილი იპოვოთ. მართალია, ქართველები მივეჩვიეთ, რომ ხინკალი საახალწლო სუფრისთვის შეუფერებელი კერძია, მაგრამ ჩინური ჰოროსკოპით, ის სადღესასწაულო მაგიდის განუყოფელი ნაწილია.
ატრია ან ე.წ. სპაგეტი
მაშინ, როცა იტალიელები ყოველდღიურად ამზადებენ "სპაგეტის", ჩინელებისთვის მაკარონის ბიძაშვილი - ატრია - განსაკუთრებული კერძია. მათ სჯერათ, რომ ატრია ოჯახში ხვავს, ბარაქას და სიმდიდრეს მოიზიდავს. სწორედ ამიტომ ხშირად საახალწლო სუფრის ცენტრშიც ათავსებენ.
მოხარშული ქათამი
სალათი კიტრითა და ლობიოთი
ეს არის მარტივად მოსამზადებელი სალათი, რომლის ინგრედიენტები არც თუ ისე მრავალფეროვანია (სოკო, ტკბილი წიწაკა, ლობიო, კიტრი). ჩინელებს სჯერათ, რომ ლობიოსაც და კიტრსაც მეტაფორული დატვირთვა აქვს. ლობიო სიმდიდრისა და ბარაქის სიმბოლოდ გვევლინება, მას თან ახლავს ფინანსური სტაბილურობა და ბავშვების ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. გარდა ამისა, ჩინელებს სჯერათ, რომ კიტრი მომავლის იმედთანაა დაკავშირებული.
თევზი
წყარო: astrologi.ambebi.ge