თეგებით ძიება

რომელი ტატუ შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რატომ?

სვირინგი - არ არის უბრალოდ რაიმე ნახატი. ის ერთგვარი გზავნილია, რომელსაც შენ სამყაროს გადასცემ. ზოგიერთ ნახატს კი თავისი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია, სანამ სალონში წახვალთ!


ვარდი: (ვარდისფერი და წითელი) ნიშანი იმისა, რომ სიყვარულში ბედნიერი ხარ.
(შავი) ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვას. ვარდი ეკლებით შემოხვეული - წარუმატებელი სიყვარულის ნიშანია.

პეპელა:
გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მზადაა ცვლილებებისთვის, რომლებიც მას ოცნებისკენ მიიყვანს.

საკურა (ყვავილი) იაპონიაში ის ნიშნავს, რომ თქვენ თავისუფალი ხართ და ახალი ურთიერთობისთვის ემზადებით.

ჭიამაია: წარმატების სიმბოლოა და ფულსაც იზიდავს.

ანგელოზის ფრთები: ითვლება, რომ ასეთი სვირინგით შენ მფარველ ანგელოზს უხმობ, რომელიც მუდამ შენთან იქნება.

ლოტოსი: ნიშნავს, რომ შენ უზენაესი ძალები გფარველობენ და პირდაპირი კონტაქტი გაქვს სამყაროსთან.

კოლიბრი: წარმოუდგენელ სიცოცხლის ენერგიას ასახავს. მას შეუძლია გადაიტანოს ცხოვრების ნებისმიერი დარტყმა.

გული: ნიშნავს ახალგაზრდობას, გულუბრყვილობას, სულიერ სისუფთავეს, უბიწოებას და გულწრფელობას.

ვარსკვლავები: შინაგანი ჰარმონიის ნიშანია. კავშირი ბუნებასთან და მის სტიქიებთან.

მზე და მთვარე: მზე- მამაკაცის სიმბოლოა, მთვარე - ქალის. ორმაგი ტატუ ერთობას გულისხმობს.

ბაბუაწვერა: ასეთი ტატუ ამბობს იმას, რომ მისი პატრონი ცხოვრებაში ყველაფერს აფასებს.

ისრები: მხოლოდ წინ! მიზანმიმართულობის და ამბიციურობის სიმბოლოა!

ღუზა: სტაბილურობა, საიმედოობა, თავდაჯერებულობა.

ჟირაფი: ეგზოტიკური ვარიანტი, რომელიც ყველა შესაძლო მწვერვალის მიღწევის სიმბოლოა.

ფიფქი: სამყაროში არ არსებობს 2 ერთნაირი ფიფქი. ასეთი ტატუს მფლობელი ხაზს უსვამს საკუთარ ინდივიდუალიზმს.

გასაღები: ცნობისმოყვარეობის სიმბოლო. მისი მფლობელის წინაშე ყველა კარი გაიღება.

ჭრიჭინა: სინაზე, დახვეწილობა.

ბრილიანტი: მდგრადობა, მონოგრამობა და მაღალი თვითშეფასება.

მერცხალი: იმედი, კავშირი საყვარელ ადამიანებთან.

გვირგვინი: დაბადებული ლიდერად.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა