თეგებით ძიება

22 ნოემბერი, მთვარის მეთექვსმეტე დღე

ხუთშაბათი, მთვარე გადის კუროს ზოდიაქოს
მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება.
კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ.
კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი.
უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ.
კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის,
ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის.
მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო.
ამ დღეს დაბადებული ადამიანს უყვარს თეთრი ფერი; ბუნება. ფანტაზიორია. ცხოვრებაში ბევრ კარგ საქმეეს გააკეთებს და გარშემო მყოფების პატივისცემასაც დაიმსახურებს.
ამ დღის ქვებია: მარგალიტი (გარდა შავისა), ზურმუხტი.
თმის შეჭრა ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს მომავალზე.

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 16:22

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კუროში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
დღეს კარგია ცურვა, საუნა.
რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა