თეგებით ძიება

რა არის ასცენდენტი და რომელ თვისებებს გვანიჭებს?

ასცენდენტი ლათინური სიტყვაა და "აღმავალს", "ამომავალს" ნიშნავს. ის ზოდიაქოს გრადუსია, სადაც ეკლიპტიკა კვეთს ჰორიზონტის აღმოსავლეთ ნაწილს დროის მომენტსა და გეოგრაფიულ ადგილში კონკრეტული პიროვნებასთან მიმართებაში, ანუ პიროვნების დაბადების მომენტში ამომავალი ეკლიპტიკის უკიდურესი აღმოსავლეთ ადგილია და ადამიანის დაბადების საათით გამოითვლება.
იმდენად რამდენადაც დედამიწა ტრიალებს და მისი ყოველი მონაკვეთი ყოველდღიურად სრულ ჰოროსკოპს, შესაძლებელია ასცენდენტი დღე-ღამის განმავლობაში ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანში მდებარეობდეს. მისი ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ, როგორია ადამიანი გარეგნულად, როგორ რეაგირებს ის გარე სამყაროზე და როგორ ავლენს თავის შინაგან ბუნებას.



ასცენდენტი თევზებში


"მიჰყევი დინებას" -ეს ფრაზა თევზების დევიზია და მათი ასცენდენტებისაც, მით უმეტეს მაშინ, როცა პირად რუკაზე სხვა ასპექტებიც ხელს უწყობს. მიმართულებადაკარგული ხალხია, უმეტესობა ხელოვნების სფეროში მოღვაწე. ცვალებადობა ახასიათებთ: ერთ დღეს რომ მორცხვები და წყნარები არიან, მეორე დღეს მგზნებარე და მოლაპარაკე ადამიანები ხდებიან.  ობიექტურობა -  მათი სტილი არ არის. მეტიც, სამყაროს ზედმეტად სუბიექტურად აღიქვამენ. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.  

Astrologia


ასცენდენტი მერწყულში


 

ცნობისმოყვარეები, ყველაფერში გათვითცნობიერებულები, ინტელექტუალები, უნიკალურებ და ორიგინალურები არიან. ექსცენტრიკული იმიჯი აქვსთ. ძალიან რთულია მათი გაოცება, რადგან ყველაფერი გამოცდილი აქვთ. არ არიან თვალისმომჭრელი და ელვარე ტიპები, მაგრამ გარშემო მყოფებს მაინც ამპარტავნულად უყურებენ. უმეტესობა მეგობრული და საყვარელია. ადამიანებს თავისუფლებასაც აძლევენ.  პერიოდულად საშინლად ჯიუტები და უდრეკები არიან.

Astrologia


ასცენდენტი თხის რქაში


 

კომპეტენტური ხალხია. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმიჯს – საკუთარ თავს ჩაცმულობასა და მანერებში გამოხატავენ. უნდათ, რომ წარმატებულები გამოჩნდნენ და არიან კიდეც. ბეჯითები და დამოუკიდებლები, ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელსაც თამამად შეგიძლია დაეყრდნო. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ იღბლიანები არიან, იმიტომ რომ წარმატებას იოლად აღწევენ, სინამდვილეში, ისინი დღე და ღამე შრომობენ. იჩენენ დიდ მოთმინებას და უამრავ კომპრომისზე მიდიან. ბოლოს კი, არ ავიწყდებათ თავიანთ ნაკლოვანებებთან ბრძოლა.

Astrologia



ასცენდენტი მშვილდოსანში


 

გრანდიოზული გეგმები, დიადი დაპირებები, ექსპერიმენტებისთვის მუდმივად მზადყოფნა – ეს ხასითის ის შტრიხებია, ამ დიდ ენთუზიასტებს რომ ახასიათებთ. დაუღალავი და აქტიური ხალხია, სულ იმის მიხვედრას ცდილობენ, რისი გაგებაც შეუძლებელია. ზოგიერთი მათგანი ამას მთელ ცხოვრებას უძღვნის. იოლად პატიობენ საკუთარ თავს შეცდომებს. აქვთ საინტერესო შეხედულებები, მომხიბვლელი იდეები, რომელთაც ხშირად დეტალები აკლია.

Astrologia



ასცენდენტი მორიელში


 

ერთი შეხედვითვე ეტყობათ, ტყუილად რომ არ დაბადებულან ამქვეყნად. გარშემო მყოფები პატივისცემით ექცევიან. ხშირად უნებურად აშინებენ ადამიანებს. ყოველთვის მტკიცე და ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ან სიგიჟემდე უყვართ, ან უკიდეგანოდ სძულთ. კარგად ერკვევეიან ადამიანებში. ადვილად ამოიცნობენ ხოლმე მათ განზრახვას. მოსწონთ მარტოდ ყოფნა, აინტერესებთ საიდუმლოებები. არიან ეჭვიანები, ამიტომ პარტნიორს ხშირად ტანჯავენ არაადეკვატური კონტროლით.

Astrologia



ასცენდენტი სასწორში


 

ეს ადამიანები გამოირჩევიან ქარიზმატულობით, მომხიბვლელობითა და ადამიანზე წარუშლელი შთაბეჭდილების დატოვების უნარით. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. არიან უზომოდ რომანტიკულები.

Astrologia



ასცენდენტი ქალწულში


ეს ის მორცხვი ადამიანია, რომელსაც დრო სჭირდება ყველაფრის გასაანალიზებლად, ვიდრე ხალხს და სიტუაციას მოერგებოდეს. ძალიან მგრძნობიერეები არიან ნებისმიერი დისკომფორტისა და უწესრიგობის მიმართ, რაც ხშირად პედანტებად აქცევთ. დიდ ყურადღებას უთმობენ ჯანმრთელობას, ხშირად დაინტერესებულნი არიან ფიზიკური და სულიერი მკურნალობის არატრადიციული მეთოდებით. მეწვრილმენეები არიან საკვებთან დაკავშირებით.
Astrologia



ასცენდენტი ლომში


 

ლომის ასცენდენტით



დაბადებული ხალხი ადვილად შესამჩნევია. ისინი განსაკუთრებულ ენერგიას და მიმზიდველობას ასხივებენ, რომლითაც იოლად ექცევიან ყურადღების ცენტრში. შესაძლოა იმიტომ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ გარეგნობას, (განსაკუთრებით თმას). სიარულისა და დგომის მანერით მეფეს ან დედოფალს მოგაგონებენ. ძალიან თავდაჯერებულები არიან.

Astrologia


ასცენდენტი კირჩხიბში


 

კირჩხიბის ასცედენტები უწყინარი ტიპაჟები არიან. პირველი საუბრისთანავე გეჩვენება, რომ უკვე დიდი ხანია იცნობ. ძალიან მგრძნობიარე, მზრუნველი და ყურადღებიანი ხალხია. დესცედენტი თხის რქაში ჰყავთ, შესაბამისად პარტნიორულ ურთიერთობებში უსაფრთხოებას და დაცულობას ეძებენ. ეს ადამიანები ყველაზე კარგად მაშინ გრძნობენ თავს, როცა ძლიერი, ფინანსურად და ემოციურად სტაბილური პარტნიორი ჰყავთ. უყვართ წესებით განსაზღვრული ურთიერთობები. მთავარი მათთვის ქორწინებაა. ოჯახში პრაქტიკულები არიან.

Astrologia



ასცენდენტი ტყუპში


 

ამ ადამიანებს ყველა და ყველაფერი აინტერესებთ, მუდამ სამყაროს შეცნობით არიან გატაცებული. გიჟებიან შეკითხვების დასმაზე. არ უყვართ განრიგი. ახასიათებთ მოუსვენრობა და მოუთმენლობა. კარგი მოლაპარაკეები არიან და ხშირად უზიარებენ გარშემო მყოფებს სასარგებლო ინფორმაციას. სხვებისგან გამოირჩევიან ნიჭიერებით. რამდენიმე საქმის ერთადდროულად კეთება შეუძლიათ ისე, რომ არც ერთი დააზარალონ.

Astrologia



ასცენდენტი კუროში


 

ზანტი, დინჯი, გაწონასწორებული, სტაბილური ადამიანები არიან. ამტანები არიან და უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგია აქვთ. ხშირად ლოიალურებას იჩენენ მათ მიმართ, ვინც უყვართ. კუროს ასცედენტის მქონე ადამიანები ცვლილებების მიმართ მთლად კეთილგანწყობილები არ არიან. რთულია მათი აზრის შეცვლა. არ უყვართ რისკი. სჭირდებათ გარანტია, სანამ რაიმე ინოვაციას მიესალმებიან.

Astrologia



ასცენდენტი ვერძში


პირდაპირები და სწრაფები არიან. ჯერ აკეთებენ და მერე ფიქრობენ. არ აქვთ კონკრეტული გეგმები, რამე უნდათ? მიდიან და იღებენ. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ერთვებიან ჩხუბსა თუ კამათში. აქტიურები არიან და ხანდახან აგრესიულებიც. გამოირჩევიან აზარტულობით, მიდრეკილი არიან ლიდერობისკენ. აღიზიანებთ მერყევი ადამიანები. ძალიან მიჯაჭვულები არიან იმ ადამიანებზე, რომლებიც  ნამდვილად უყვართ. 
Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა