თეგებით ძიება

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; არ დაგავიწყდეთ დავალიანების, ვალის გადახდა. თუ არ გსურთ, კუჭი დაიავადოთ, მოერიდეთ მავნე საკვების ჭამას. აგრეთვე, სწრაფ კვებას.
კურო
თავადაც იცით, რომ უშრომველად ვერაფერს მიიღებთ. ამიტომ, დაძლიეთ სიზარმაცე და იმუშავეთ. დაუბრუნდით პროფესიას, მიტოვებულ საქმეს.

ტყუპი
ფული ზომიერად ხარჯეთ. ნუ დაივიწყებთ, რომ ის ადვილად იხარჯება და რთულად მოდის. არ აიღოთ ვალი და არ ამოწუროთ "შავი დღისთვის" გადანახული ფული.

კირჩხიბი
დაგეგმეთ მომავალი. საოჯახო და ფინანსური საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ. დაეხმარეთ მეგობრებს და რთულ მომენტში არც ისინი მიგატოვებენ.

ლომი
იმის გამო, რომ დღესასწაულისთვის ფულის ფლანგვა
მოგიწევთ, ცოტა ხანი ეკონომია უნდა გასწიოთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

ქალწული
თავადჯერებულად იმოქმედეთ. თქვენზე მეტი არც არავინ იცის და ვერც ვერავინ გააკეთებს საქმეს თქვენზე უკეთ. დღეს ვერავინ შეძლებს თქვენს მოტყუებას.

სასწორი
რაც უფრო მშვიდი იქნებით, მით გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ადამიანებთან და ორგანიზაციებთან. მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას.

მორიელი
გარშემო მყოფებს თქვენი თამაშის პაიკებად ნუ აღიქვამთ. მაქსიმალურად დიპლომატიური უნდა იყოთ. ზოგიერთი ქორწინებაზე და საქორწინო კონტრაქტის გაფორმებაზე დაფიქრდება.

მშვილდოსანი
იდეებით აღსავსე ხართ და გეგმების განხორციელებასაც შეძლებთ. დღეს ცელქი ბავშვის კი არა, სერიოზული ადამიანის იმიჯი უნდა მოირგოთ და მნიშვნელოვანი საქმეები მოაგვაროთ.

თხის რქა
"ველოსიპედს ნუ გამოიგონებთ", სხვების მაგალითის გათვალისწინებით იმოქმედეთ. გაიუმჯობესეთ კვების, ძილის რეჟიმი. კარგია მასაჟი.

მერწყული
საოჯახო საქმეების მოგვარებაში კი მეგობრები დაიხმარეთ, სამსახურისაში - კოლეგები. შეიძლება ნოსტალგიამ შემოგიტიოთ, გაგიჭირდეთ ძველ ნივთებთან განშორება.

თევზები
კონფილიქტებსაც კი მშვიდობიანად მოაგვარებთ. დაუბრუნდებით ჩვეულ გარემოს, ან ცხოვრების წესს, თუ აქამდე განსხვავებულ რეჟიმში ცხოვრობდით. დღის დევიზია: "დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამს".
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა