16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი გონებრივი და ფიზიკური აქტიურობის დღეა. მოერიდეთ სხვის კამათში ჩარევას. თქვენი მოსაზრება თქვენთვის შეინახეთ.
კურო
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. აკონტროლეთ ხარჯი და მეუღლესთან ერთად შეადგინეთ საოჯახო საყიდლების სია.
ტყუპი
კარგი დღეა კლიენტებთან, დაკვეთებთან კომუნიკაციისთვის. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანათლებას. შეიძლება მოგზაურთან ან უცხოელთან მოგიხდეთ ურთიერთობა.
კირჩხიბი
ინტელექტუალური საქმიანობის, ვირტუალური კომუნიკაციის დღეა. გაეცანით ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. კარგი დღე ელით გიდებს, ჟურნალისტებს, ბიოგრაფებს.
ლომი
მშვიდად შეხვდით კრიტიკას და განსხვავებულ მოსაზრებას. მეტი დრო დაუთმეთ სამეცნიერო კვლევას, ახალი თაობის აღზრდას, მეგობრებთან ერთად გართობას.
ქალწული
რაციონალურად და დაკვირვებულად იმოქმედეთ.
არავის არაფერს დაპირდეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
სასწორი
სწავლისა და კომუნიკაციის დღეა. ზოგიერთი უცხო ენის შესწავლას გადაწყვეტს. მოერიდეთ აგრესიულად განყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.
მორიელი
გადაადგილების, ფინანსური საკითხების მოგვარების, მოგზაურობის დღეა. სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება.
მშვილდოსანი
დღეს ჰაერივით გჭირდებათ აუდიტორია. მეტად გამოავლინეთ იუმორი. კარგი დღე ელით ორატორ, პედაგოგ და კონსულტანტ ნიშნებს.
თხის რქა
ყველა საქმეს მარტივად გაუმკლავდებით. გამოგადგებათ წარსულში მიღებული ცოდნა. ხშირად გაანიავეთ ოთახი.
მერწყული
მეგობრული და სასიყვარულო შეხვედრების, აგრეთვე, ინტელექტის ამაღლების დღეა. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ სადღესასწაულო საკითხები.
თევზები
საოჯახო საქმეები სამსახურისას უნდა შეუთავსოთ. ისე იმოქმედეთ, რომ კლიენტების, პარტნიორების პატივისცემა დაიმსახუროთ. მეტი დრო დაუთმეთ შვილების აღზრდას.
წყარო: astrologi.ambebi.ge