თეგებით ძიება

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დაიცავით სხვა ადამიანების საიდუმლო. უხეშად ნუ ჩაერევით სხვათა ცხოვრებაში. ნუ გაავრცელებთ ჭორებსა და ხმებს. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფებს. შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი დეტალები აღმოაჩინოთ.
კურო
დღეს ობიექტურად შეაფასებთ მოვლენების პლუს-მინუსებს. კარგი დღეა ინფორმაციების მოსაძიებლად. მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც კრედიტის აღებას აპირებს.

ტყუპი
დღეს გარშემო მყოფებზე იქნებით დამოკიდებული. კარგი დღეა კონსულტაციებისა და დისპუტისთვის. აგრეთვე, ინდივიდუალური სწავლებისთვის. განვითარებისთვის გჭირდებათ ავტორიტეტული კურატორი და ადამიანები, რომლებიც არ გიღალატებენ.

კირჩხიბი
ერთგულ კოლეგებთან მუდმივად გქონდეთ კონტაქტი. კარგი დღეა აზრების იდეების, რჩევების გაცვლისთვის. იყავით მეტად კომუნიკაბელური. თუ საღამოს განმარტოებით გატარებას აპირებთ, ფილოსოფიური წიგნი წაიკითხეთ.

ლომი
მეგობრული და პარტნიორული შეხვედრების დღეა. შეთანხმებულად და დაგეგმილად იმოქმედეთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან და შვილებთან ერთად.

ქალწული
რთული მისიების შესრულება დაისახეთ და ნუ გაგიკვირდებათ, თუ გვიანობამდე სამსახურში დარჩენა მოგიწევთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. განსაკუთრებით ისინი, ვინც მშობლების ყურადღებით ხართ განებივრებულები.

სასწორი
კომუნიკაციებისა და ურთიერთობების დღეა. ახალი ინფორმაციები, სიახლეები დაგაინტერესებთ. მოგზაურებს საინტერესო თავგადასავლები და შთაბეჭდილებები ელით.

მორიელი
მეტი დრო
დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. გაისტუმრეთ ვალები. აასრულეთ დანაპირები. ნუ მოგერიდებათ კამათის, როცა საკუთარ სიმართლეს ამტკიცებთ.

მშვილდოსანი
თუ რეიტინგის ამაღლება გსურთ, აუდიტორიასთან დემოკრატიული უნდა იყოთ. შეიძლება თქვენთვის უხერხულ კითხვებზე მოგიწიოთ პასუხის გაცემამ. იყავით ფილოსოფიური და მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

თხის რქა
ნუ დაკარგავთ დროსა და ენერგიას არაფრისმომცემ კამთასა და გადაადგილებაზე. კარგი დღეა ბიბლიოთეკაში, არქივში სამუშაოდ. შეიძლება ძველ, საინტერესო ფაქტებს მიაგნოთ.

მერწყული
დისკუსიაში ჩართვა მოგინდებათ და ამის გამო შეიძლება საქმეებიც კი მიატოვოთ. კარგი დღეა კონტაქტებისა და აზრის საჯაროდ დაფიქსირებისთვის. გაეცანით ტურისტულ, ლიტერატურულ და კომპიუტერულ სიახლეებს.

თევზები
თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, ნუ დაგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებას, მნიშვნელოვან საქმეებს. დიდ ენერგიას ითხოვს მიმოწერა, განხილვები. შეიძლება კრიტიკის ობიექტი გახდეთ. დაიცავით თქვენი უფლებები, სიმართლე.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა