მონიკა ბელუჩის ტოპ 6 რომანი ასტროლოგიურ ჭრილში
მონიკა ბელუჩი 1964 წლის 9 სექტემბერს დაიბადა ანუ დასავლური ჰოროსკოპით სასწორია, რასაც მისი სილამაზეც ადასტურებს. აღმოსავლური ჰოროსკოპით კი მისი ნიშანი დრაკონია. მონიკას ასტროლოგიურად შეეფერება: ტყუპი, მერწყული, მშვილდოსანი და ლომი.
ალენ დელონი - მორიელი
მონიკა ბელუჩი ალენ დელონს 1989 წელს, სარეკლამო კომპანიის ერთ-ერთი ბეწვეულის ბრენდის გადაღებებზე შეხვდა. ჯერ კიდევ უცნობი დამწყები მოდელისთვის მოწინავე ვარსკვლავთან გადაღებები დიდი წარმატება იყო. როგორც ამბობენ, მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, მონიკა დელონის მიმზიდველობამ ძალიან მოხიბლა - დელონი ბელუჩიზე 29 წლით უფროსია.
კლაუდიო კარლოს ბასო
ფოტოგრაფი კარლოს ბასო, იტალიელი ვარსკვლავის პირველი ქმარი გახდა. ისინი 1990 წელს დაქორწინდნენ, როცა ბელუჩი 25 წლის იყო. მანამდე ერთი წლით ადრე მონიკა მილანში გადავიდა, პირველი მსხვილი სამოდელო კონტრაქტი გააფორმა. მათი ქორწინება 4 წელს გაგრძელდა. 1994 წელს წყვილი ერთმანეთს გაეყარა.
ვენსან კასელი - მშვილდოსანი
ფრანგი მსახიობი, ვენსან კასელი, ბელუჩის ცხოვრებაში მთავარი მამაკაცი იყო, თითქმის 18 წლის მანძილზე. წყვილმა ერთმანეთი ფილმის "ბინა" გადაღებებზე გაიცნო. რომანის პირველი 3 წლის განმავლობაში, ერთად კიდევ 3 ფილმში ითამაშეს: "დობერმანი"; "როგორიც გინდივარ"; "შეუქცევადი".
1999 წელს, კასელმა ბელუჩის ცოლობა სთხოვა.
მიუხედავად ქორწინებისა, მსახიობი ერთად მაინც არ ცხოვრობდნენ. მონიკა ამას თავისუფლების მიმართ სიყვარულით ხსნიდა, პრესა კი მათი ურთიერთობის პრობლემებზე წერდა. მონიკამ და ვენსანმა ჭორები, მსახიობის ფეხმძიმობით გააქარწყელს - მათი პირველი ქალიშვილი, დევა, 2004 წელს დაიბადა. 6 წლის შემდეგ წყვილს მეორე ქალიშვილი, ლეონი შეეძინა. კიდევ 3 წლის შემდეგ წყვილმა განქორწინების შესახებ განცხადება გააკეთა: "ჩვენ იმიტომ არ დავშორებივართ, რომ ახალ მამაკაცს შევხვდი და ახალი ურთიერთობა წამოვიწყე. უბრალოდ ჩვენი ქორწინება ამოიწურა. სამწუხაროდ, ასე ხშირად ხდება" - მოგვიანებით განმარტა მსახიობმა.
მიხეილ პროხოროვი - კურო
განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, მონიკა ბელუჩის რუს მილიარდერ პოლიტიკოსთან, მიხეილ პროხოროვთან რომანს აწერდნენ. მედიის ცნობით, მათ ერთმანეთი 2013 წელს გაიცნეს, როცა მსახიობი მოსკოვს ესტუმრა. პრესა წერდა, რომ მილიარდერი მონიკას ძვირად ღირებულ საჩუქრებს ჩუქნიდა და ცოლობაც სთხოვა, თუმცა ჭორები არ დადასტურდა.
ტელმან ისმაილოვი - სასწორი
ვენსან კასელთან განქორწინების პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონიკას აზერბაიჯანელ ტელმან ისმაილოვთან ჰქონდა რომანი. 2009 წელს ისმაილოვმა ბელუჩი თურქეთში, საკუთარი სასტუმროს გახსნაზე მიიწვია. ამის შემდეგ ისინი ერთად კიდევ რამდენჯერმე შენიშნეს, რაც გავრცელებული ხმების საბაბი გახდა. მედიაში გავრცელებულ ჭორებს მსახიობი ასე გამოეხმაურა: "წარმოდგენაც არ მაქვს, საიდან გაჩნდა ეს მოსაზრება, რადგან შესაბამისი მიზეზი არ არსებობს".
წყარო: astrologi.ambebi.ge