ვისთან იპოვით სულიერ სიმშვიდეს და ხანგრძლივ ბედნიერებას, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით?
ყველა ადამიანს სურს სულიერი სიმშვიდის მოპოვება და ხანგრძლივი ბედნიერება. თუ გინდათ, რომ შინაგან იდილიას მიაღწიოთ და ცხოვრება დაძაბულობის გარეშე გაატაროთ, სწორად უნდა შეარჩიოთ პარტნიორი. ამაში კი აღმოსავლური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ.
ვირთხის წელიწადში დაბადებულები
ეს ადამიანები სიყვარულში მგზნებარე ნატურები არიან. ურთიერთობების დასაწყისში ისინი თავს აქტიურად ავლენენ და შფოთავენ კავშირის შემდგომ ბედზე. მაგრამ როგორც კი ნდობასა და ახლო ურთიერთობებს მოიპოვებენ, მათი ინიციატივა და აქტიურობა ქრება, ურთიერთობებში შეუძლიათ თავი გამოიჩინონ, როგორც ეგოისტმა და ტირანმა ადამიანებმა.
მტკიცე კავშირის შექმნისთვის მათ ყურადღება უნდა მიაქციონ დრაკონის, მაიმუნისა და ხარის წელიწადში დაბადებულებს. ბედნიერი ურთიერთობები არაა მოსალოდნელი ცხენის წელს დაბადებულებთან.
ხარის წელიწადში დაბადებულები
ხარები დიდად მოსიყვარულენი არ არიან, თუმცა, თუ სათანადო პარტნიორი იპოვეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში მათი ერთგული მეგზური იქნებიან. ეს ადამიანები სიყვარულისგან, პირველ რიგში, სტაბილურ ურთიერთობებს ელოდებიან, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სიყვარულსა და მხარდაჭერას ეფუძნება.
კარგად ეთავსებიან მამალს, გველს, ვირთხას, კურდღელს, ხარსა და მაიმუნს. წარუმატებელი კავშირია მოსალოდნელი ცხენთან და ძაღლთან.
ვეფხვის წელიწადში დაბადებულები
ვეფხვები მოსიყვარულე და მგზნებარე ნატურები არიან. მათ გარშემო მუდამ მრავალი თაყვანისმცემელია. სერიოზული ურთიერთობებისა და ოჯახის შექმნისთვის ისინი, როგორც წესი, გვიან მწიფდებიან. უყვართ ფლირტი, რომანტიკული სასიყვარულო ინტრიგები და ურთიერთობები, რომლებიც არაფერს ავალდებულებს. მათი მეწყვილეობა საკმაოდ რთულია; ყველა ვერ მოითმენს მათ ღალატს, იმპულსურობას, ცვალებადობას.
კარგი ურთიერთობები უყალიბდებათ ძაღლთან, ცხენთან, კურდღელთან, ცხვართან და მამალთან; ხოლო დრაკონთან და გველთან – არასაიმედო და რთული.
კურდღლის წელიწადში დაბადებულები
კურდღლები მტკიცე და საიმედო ოჯახისთვის არიან დაბადებულები, თუმცა, ქორწინების უღლის დადგმას არ ჩქარობენ, რადგან ცხოვრების მეგზურს დიდხანს ირჩევენ. ურთიერთობებში არიან ნაზი, მზრუნველი, ყურადღებიანი. მათი ერთადერთი მინუსია ზედმეტი გულდახურულობა, რომელიც მეორე ნახევარში გაღიზიანებას იწვევს.
კარგი ქორწინებაა მოსალოდნელი ღორთან, ცხვართან, ძაღლთან, ხოლო ცუდი – ვეფხვთან, ვირთხასთან და მამალთან.
დრაკონის წელიწადში დაბადებულები
დრაკონები, აღმოსავლური კალენდრით, სერიოზული ურთიერთობებისთვის იდეალური პარტნიორები არ არიან. ისინი შეყვარების უფლებას საკუთარ თავს იშვიათად აძლევენ, მაგრამ თუ ვინმემ მათი გრძნობები შეარხია – მთელი გულით შეუყვარდებათ. თუ საყვარელი ადამიანი არ ჰყავთ, გუნება არ უფუჭდებათ და მოთმინებით ელოდებიან, როდის შეხვდებიან მას.
შესანიშნავად ერწყმიან ვირთხას, მამალს, გველსა და მაიმუნს. ძაღლთან ურთიერთობებს, სავარუდოდ, დიდი მომავალი არ უწერია.
გველის წელიწადში დაბადებულები
გველები არ ისწრაფვიან, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეუყვარდეთ. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ. უყვართ ყურადღება და მათით აღტაცება. როდესაც ოჯახს ქმნიან, როგორც წესი, პარტნიორს მრავალ მოთხოვნას უყენებენ და მათგან ერთგულებასა და მზრუნველობას მოითხოვენ. თავად კი იშვიათად არიან ერთგულნი.
კარგი კავშირი ელოდებათ ხართან და მამალთან, ბედნიერება მაიმუნთან, ღორთან და ვეფხვთან კი ნაკლებად სავარაუდოა.
ცხენის წელიწადში დაბადებულები
ცხენებს ნამდვილი სიყვარული შეუძლიათ, სიყვარულს მათ ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. და მართალია, თავიანთი სიყვარულისთვის ისინი ყველაფრისთვის მზად არიან, მათთან ცხოვრება ხშირად რთულია. ეს ცხენების ცვალებადი ხასიათის გამო ხდება. თუ მეორე ნახევარმა მათ თავისუფლება მისცა და არ შეზღუდა, ისინი ყველაზე მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლეები იქნებიან.
მშვენივრად
ერწყმიან მამალს, ძაღლს, გველსა და დრაკონს. უნდა მოერიდონ ვირთხას.
ცხვრის წელიწადში დაბადებულები
ცხვრები სიყვარულში წინააღმდეგობებით სავსენი არიან. ძალზე დიდ მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენენ პარტნიორის მიმართ, მაგრამ, როცა საქმე სერიოზულ პრობლემებზე მიდგება, მთელ პასუხისმგებლობას მეორე ნახევარს აკისრებენ. ხშირად აჩვენებენ თავს, როგორც ნამდვილი ეგოისტები. მიუხედავად ამისა, ცდილობენ, ურთიერთობები ჰარმონიული და მტკიცე გახადონ.
ბედნიერი არიან ღორთან, ვეფხვთან, დრაკონთან და ცხენთან ურთიერთობებში, ხოლო ძაღლთან და ხართან მომავლის დაგეგმვა მათ სირთულეებს მოუტანს.
მაიმუნის წელიწადში დაბადებულები
მაიმუნის წელში დაბადებულები სრულიად არაპროგნოზირებადი ადამიანები არიან. როგორც კი უყვარდებათ, ეიფორიაში ვარდებიან, რომელიც დიდხანს არ გრძელდება. ტკბილ-თაფლოვანი პერიოდის მერე, როგორც წესი, დუნდებიან და აღარ ისწრაფვიან პარტნიორის გაოცებისა და გახარებისკენ, მაშინვე იწყებენ მათი ნაკლოვანებების დანახვას და ყველაზე ღირსებაზე თვალს ხუჭავენ.
წარმატებული კავშირია მოსალოდნელი დრაკონთან და ვირთხასთან, ხოლო წარუმატებელი – ვეფხვთან და ღორთან.
მამლის წელიწადში დაბადებულები
ეს არიან ადამიანები, რომლებიც იშვიათად თუ არიან მზად სერიოზული ურთიერთობებისა და ქორწინებისთვის. არიან პოლიგამიურნი და უყვართ მათკენ აღტაცებით მიმართული მზერა. ხშირად არიან ეგოისტი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებში. მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ ისინი უყვართ, მათ ელოდებიან, თავად კი ურთიერთსიმპათიის გამოვლენა ნაკლებად ეხერხებათ. მამალს შეუძლია შეუყვარდეს ადამიანი, რომელიც ყოველდღე ქება–დიდებას შეასხამს მის უპირატესობას, სილამაზესა და ინტელექტს.
შეთავსებადი არიან ღორთან, ცხენთან, დრაკონთან, ვეფხვთან და ცხვართან, ვერ აწყობენ ურთიერთობებს კურდღელთან და ძაღლთან.
ღორის წელიწადში დაბადებულები
აღმოსავლური კალენდრით, ამ ნიშნის წარმომადგენლებს სიყვარულში ხშირად უცრუვდებათ იმედი. როდესაც შეყვარებული არიან, ძალზე დაუცველი ხდებიან. ადვილია მათი წყენინება, მათთვის ტკივილის მიყენება. არიან ძალზე გულღია, მიამიტი, და სწორედ ეს იწვევს მათ იმედგაცრუებებს. თუ პარტნიორს მათ მიმართ სერიოზული დამოკიდებულება აქვს, ისინი ყველაფერს აკეთებენ ურთიერთობების შენარჩუნებისა და გამყარებისთვის.
ღორს კარგად ერწყმის კურდღელი, ცხვარი, ვირთხა, ხოლო მაიმუნთან, ღორთან და გველთან ურთიერთობებს უნდა მოერიდონ.
ძაღლის წელიწადში დაბადებულები
ძაღლები ერთგული და თავდადებული არიან ურთიერთობებში. ისინი ღიად ავლენენ საკუთარ გრძნობებს და პარტნიორისგან გულწრფელობას ელოდებიან. მათი შექმნილი ოჯახი მტკიცე და ბედნიერი იქნება. მათ შეუძლიათ რომანტიკული საქციელის ჩადენა, ძვირფასი საჩუქრების გაკეთება პარტნიორისთვის, კაშკაშა ემოციების გამოხატვა.
ბედნიერებას მოუტანს კურდღელთან, ცხვართან, ხართან, ვეფხვთან, ცხენთან და დრაკონთან ურთიერთობები, ხოლო უნდა მოეირდონ ღორსა და გველს.
წყარო: sputnik-georgia.com