თეგებით ძიება

5 წესი 2019 წლის საახალწლო მაგიდის გასაწყობად ფენ-შუის მიხედვით

ყველა ოჯახი ცდილობს ახალ წელს გაშლილი სუფრით შეხვდეს, რადგან სჯერა, რომ თუ მაგიდა სავსეა, მთელი წლის განმავლობაში ხვავსა და ბარაქას მოიტანს. საქმე ისაა, რომ საახალწლო მაგიდას სწორად გაწყობა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხცვევაშ თქვენი ჩანაფიქრი არ განხორციელდება, ვერც დოვლათს მოიზიდავთ და ვერც წარმატებას. გთავაზობთ 5 წესს საახალწლო მაგიდის გასაწყობად, ფენ-შუის მიხედვით:

1. მოგეხსენებათ, 2019 წელი ღორისაა, მას კი ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და თეთრი ფერები უყვარს. შესაბამისად, თქვენი სუფრაც აუცილებლად ამ ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი. თუ სიყვარული ჯერ არ გიპოვიათ ან პირად ცხოვრებაში აურზაური გაქვთ, შეიძინეთ გადასაფარებელი, რომელშიც გარდა ზემოთ აღნიშნული ფერებისა, შესამჩნევი იქნება მწვანე ფერი. ის შეკრავს ღორის საყვარელ ფერებს და ძლიერი კომბინაცია მიიღება, რაც დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე.

2. მაგიდის ცენტრში მოათავსეთ ლანგარი, რომელზეც დააწყობთ ხილს, თხილს, ნიგოზს, მიწისთხილსა და რკოს. ღორს განსაკუთრებით უყვარს რკო.

3. მაგიდაზე უნდა დადოთ ბრინჯით ან ხორბალით სავსე ღრმა თეფში ან მომცრო თასი, რომელშიც ჩააწყობთ ორლარიანებს ან ოცთეთრიანებს.

4. 2019 წლის საახალწლო სუფრაზე მთავარი ტკბილეული უნდა იყოს ტ რ უ ფ ე ლ ი!

5. თუ გსურთ ფინანსური კეთილდღეობა, მაგიდის ერთ მხარეს დააწყვეთ ორი ოქროსფერი ან ყვითელი სანთელი, მეორე მხარეს კი 1 ცალი წითელი. მათ შორის დაშორება 50 სმ უნდა იყოს. თუ გინდათ, რომ პირად ცხოვრებაში გაგიმართლოთ დაანთეთ 2 წითელი სანთელი და 1 ყვითელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა