რისი ჩუქება არ შეიძლება 2019 წელს?
ახალი წელი საჩუქრების გაცვლის ტრადიციასთან არის დაკავშირებული, ამიტომ ბევრი ამ დღესასწაულს მოუთმენლად ელოდება. საჩუქრის არჩევა დეტალებამდე მოფიქრებული უნდა იყოს, რადგან როგორც საჩუქრის მიმღები, ასევე ახალი წლის დიასახლისი ყვითელი მიწის ღორიც უნდა დააკმაყოფილოთ.
საჩუქრის გაცემა და მიღება ბევრს უყვარს და საახალწლოდ მაღაზიები ივსება ადამიანებით, რომლებიც შესაფერის სუვენირს ეძებს. დღეს გთავაზობთ ყველაზე შეუფერებელი საჩუქრების სიას, რომლებიც უნდა გამორიცხოთ, თუ გსურთ ახალი წელი წარმატებული იყოს და 2019 წლის მფარველი, ღორი თქვენს მიმართ მთელი წელი კეთილგანწყობილი იყოს.
საჩუქრის არჩევის დროს ადამიანების სურვილი და ეტიკეტის წესი უნდა დაიცავთ. მაგ., მედიკამენტის ჩუქება უადგილოა, ხოლო მოგზაურობის ვაუჩერი კარგ სანატორიუმში შეიძლება ენთუზიაზმით მოწონებული იყოს.
რა არ უნდა ვაჩუქოთ ბავშვებს და მოზარდებს ახალ 2019 წელს
ბავშვები და მოზარდები სასწაულის დაჯერებას აგრძელებენ, ამიტომ ნაძვის ხის ქვეშ საახალწლო საჩუქარი ყველას გაუხარდება. ახალ 2019 წელს შესანიშნავი საჩუქარი იქნება ღორის ყულაბა, რომელსაც ბავშვი ხურდებით თვითონ აავსებს და იყიდის იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლის.
ახალ წელს ფულის ჩუქება უადგილოა, სამაგიეროდ, შეგიძლიათ ბავშვს ჰკითხოთ, თუ რაზე ოცნებობს და სასურველი საჩუქარი მიუტანოთ.
არ აჩუქოთ ბავშვებს ტანსაცმელი, სააბაზანოს აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები. ნაძვის ხის ქვეშ ყოველდღიური ნივთები საახალწლო განწყობას აფუჭებს. თუმცა ძვირფასი აკვარელი მათთვის, ვინც შემოქმედებით არის დაკავებული, გონივრული იქნება.
რა არ უნდა აჩუქოთ ქალებს?
ღორის წელში მფარველის სურვილები უნდა გაითვალისწინოთ. ის მოკრძალებული, მაგრამ თავისუფლების მოყვარულია, კომფორტს და მყუდროებას აფასებს. ღორი პრაქტიკულია, ამიტომ სამშვენისები ცუდი საჩუქარი იქნება.
საკუთარი ხელით გაკეთებული საჩუქრები უადგილო იქნება: შარფი, ხელთათმანი, სვიტერი და ქუდი. გამონაკლის წარმოადგენს ისინი, ვისაც ასეთი საჩუქარი ნამდვილად უნდა.
დეკორატიული კოსმეტიკა და ტუალეტის წყალი ასევე საჩუქრების შავ სიაშია. სხეულის და კანის მოვლის საშუალებების ჩუქება მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანებს შეუძლიათ. თუ საჩუქარი იქნება საივულერიო ნაწარმი, ის ძალიან მოკრძალებული უნდა იყოს. ბეჭედში,
საყურესა და ყელსაბამში დიდი თვლები მფლობელს წარუმატებლობას და უსიამოვნებას მოუტანს, ამიტომ წლის მფარველი მოჩვენებითობას ვერ იტანს.
სამზარეულოს აქსესუარების ჩუქება შეიძლება მხოლოდ იმ ქალებისთვის, რომლებიც კულინარიით არიან გატაცებულნი და ახალ წელს მოუთმენლად ელოდებიან. სხვა ქალებს ტაფა და კრემის მოსართავი აქსესუარები არაფერში სჭირდება.
რა არ უნდა აჩუქოთ მამაკაცებს 2019 წელს
ბანალური საჩუქრები, როგორიც არის საპარსი მოწყობილობა, ქვედა საცვალი და წინდები, შეგიძლიათ გადახაზოთ.
სუნამო და ტუალეტის წყალიც სიიდან ამოიღეთ. ღორს შესანიშნავი ყნოსვა აქვს და პარფიუმის მკვეთრი სუნი დიდად არ მოეწონება.
ბასრი და ცივი საგანი ასევე ღორის გაბრაზებას გამოიწვევს, ამიტომ მაკრატელი, ხერხი და სხვა ბასრი საგნები ახალ წელს არ აჩუქოთ.
მოერიდეთ ტყავის ნივთების, განსაკუთრებით ღორის ტყავის ნაწარმს. ასეთი საჩუქარი მფლობელს შავ დღეებს უქადის.
ტყავის საფულის ჩუქება შეიძლება, თუმცა ნაწარმის ფერი და ფორმა გაითვალისწინეთ, რომ მან მფლობელს არა მხოლოდ ბედნიერება, არამედ ფინანსური კეთილდღეობა მოუტანოს.
წყარო: astrologi.ambebi.ge