შეწვით ხორცი ბრაზილიურად: საუცხოო გემოსა და არომატის კარნავალი თქვენს საახალწლო სუფრაზე
ბრაზილია - ხორცის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა! აქ უყვართ და იციან, როგორ მოამზადოთ ხორცი: ხარშავენ, წვავენ, თუშავენ და ასე შემდეგ...
სცადეთ ბრაზილიური წესით ძროხის ხორცის შეწვა და დარწმუნდებით, რომ ამ ქვეყანაში მართლაც კარგად იციან ხორცის მომზადება.
ინგრედიენტები
შავი პილპილის მარცვლები - 5 ცალი
ქვამარილი - 1 კგ
ზეითუნის ზეთი - 100 მლ
როზმარინი - 2 ღერი
თეთრი ღვინის ძმარი - 100 მლ
თეთრი მშრალი ღვინო - 200 მლ
საქონლის რბილი ხორცი - 700 გ
მომზადების წესები
მოამზადეთ მარინადი: ზეითუნის ზეთი, თეთი ღვინის ძმარი და ღვინო შეურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ პილპილის მარცვლები და როზმარინის ღერები.
მოათავსეთ მარინადში გარეცხელი და გამშრალებული ხორცის ნაჭერი მინუმუმ 2 საათით.
შემდეგ გადაიტანეთ ხორცი ცეცხლგამძლე ღრმა ფორმაში, დაასხით მარინადის ¼-დი. გადააფარეთ ხორცს პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ მთლიანად დაფაროს ხროცი.
ქაღლდზე დააყარეთ ქვამარილი ისე, რომ თავსახურივით დაეფაროს.
შედგით 195 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.
მიიღებთ საშუალოდ შემწვარ ხორცს - გულში ვარდისფერს, მაგრამ სისხლის გარეშე.
გაითვალისწინეთ, რომ ხორცის უფრო დიდი ნაჭრის მომზადებას, მეტი დრო დაჭირდება.
მზა ხორცი დაჭერით თხლად და სუფრასთან მიიტანეთ ქორფა ბოსტნეულის სალათთან ერთად.