ნუშის ბლანმანჟე
ინგრედიენტები
შაქრის პუდრა - 80 გ
ჟელატინი - 6 გ
რძე - 500 მლ
ნუში - 100 გ
მომზადების წესები
ნუში დაალბეთ ადუღებულ წყალში 3 წთ-ით. გადაიტაეთ საწურზე და გადაავლეთ ცივი წყალი. შემდეგ კი მარტივად გააცალეთ კანი.
მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ ფქვილის მასის მიღებამდე.
ჟელატინს დაასხით თბილი ანადუღარი წყალი და გააჩერეთ, სანამ გაფუვდება.
რძე დადგით ცეცხლზე, დაუმატეთ შაქრის პუდრა და დაფქული ნუში, აურიეთ და წამოადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 10 წუთი.
გაწურეთ მარლის მეშვეობით ნუშის რძე, დაუმატეთ დამბალი ჟელატინი, აურიეთ კარგად, რომ მთლიანად გაიხსნას ჟელატინი. გაანაწილეთ ფორმებში და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით.
გემრიელად მიირთვით!