ძველებური გოზინაყი ჩირებით
წინატ გოზინაყს ამ სახითაც ამზადებდნენ. იყენებდნენ სხვადასხვა ჩირს: გარგრის, ლეღვის, შეგვიძლია ქიშმიშიც დავამატოთ. ნიგვზის ნაცვლად ამ რეცეპტში თხილი და ნუში გამოიყენება. მნიშვნელოვანია თაფლის ხარისხი, ის უნდა იყოს ნატურალური და თხევადი.
ინგრედიენტები
თაფლი - 300 გ
ნუში და თხილი - 100 გ
ლეღვის ჩირი - 200 გ
მომზადების წესები
ჩირეული არ უნდა დავალბოთ, თორემ პროპორციები დაირღვევა. ლეღვის ან გარგრის ჩირი ძალიან მშრალი არ უნდა იყოს, შევარჩიოთ რბილი და შედარებით "წვნიანი".
ჩირი და თხილეული საშუალო ზომაზე დავჭრათ. თაფლი ჩავასხათ ქვაბში ან ტაფაში და მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ცოტა ხანს ვადუღოთ, თაფლმა მოცულობაში უნდა დაიკლოს. ჩავყაროთ ნუში, თხილი, ჩირი და 5 წუთი დაბალ ცეცხლზე დავტოვოთ, თან ვურიოთ.
შემდეგ როგორც ჩვეულებრივ გოზინაყს, ისე გადავიტანთ ბრტყელ თეფშზე ან დაფაზე, გავასწორებთ, შევაგრილებთ და დავჭრით