თეგებით ძიება

100 წლოვანი საშობაო კექსი

თუკი, გარისკავთ და გასინჯავთ 100 წლის ნამცხვარს, მაშინ ჩაინიშნეთ ჩვენი რეცეპტი...
ინგრედიენტები
კარაქი - 25 გ + ფორმაზე წასასწმელად
რძე - 285 მლ
შაქარი - 100 გ
საფანელი - 85 გ, ან ჯანჯაფილის დაფხვნილი ორცხობილა
ქიშმიში - 100 გ
ბრენდი - 3 ს/კ
კვერცხი - 2 ცალი
1 ლიმონის ცედრა და წვენი
ჟოლოს ჯემი - 2 ს/კ

მომზადების წესები
გარეცხეთ ქიშმიში და დაასხით ბრენდი.
პატარა ქვაბში ერთმანეთში აურიეთ კარაქი, რძე (საერთო რაოდენობის ნახევარი) და 1 ს/კ შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ.
საფანელი ჩაყარეთ ჯამში და დაასხით რძის, კარაქისა და შაქრის ცხელი მასა.გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ლიმონის ცედრა და წვენი.
კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. გული ოდნავ ათქვიფეთ და დაუმატეთ კექსის ძირითადი მასა. იქვე დაუმატეთ ბრენდიში დამბალი ქიშმიში და აურიეთ.
გადაიტანეთ კექსის ცომი კარაქწასმულ ფორმაში, შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ კექსი არ გამოშრება,
შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გააცივეთ.
ჯემი ოდნავ შეათბეთ, რათა უფრო თხევადი გახდეს და წაუსვით გამომცხვარ კექსს. მიირთვით კექსის თბილ-თბილი ან ცივი, ათქვეფილ ნაღებათან ერთად.
ბედნიერ შობას გისურვებთ!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა