ბეილისი - გემრიელი და მათრობელა
ინგრედიენტები
შესქელებული რძე - 1 ქილა
შავი შოკოლადი - 100 გ
ნაღები 32% -36% - 300 მლ
სპირტი 95 გრადუსიანი - 500 მლ
ვანილი
მომზადების წესები
ნაღები და დამტვრეული შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე დავდგათ. როცა შოკოლადი ბოლომდე გადნება და ერთიან მასად იქცევა, გავაგრილოთ, ჩავასხათ ბლენდერში, ჩავამატოთ შესქელებული რძე, ვანილი და კარგად ავურიოთ. შემდეგ შევურიოთ სპირტი ან არაყი და ისევ ავურიოთ. მირთმევამდე მაცივარში ბოლომდე გავაციოთ.