თეგებით ძიება

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გამოხატეთ სიყვარული და პატივისცემა მშობლების მიმართ. დაუთმეთ უფროსებს და ძლიერებს. აკონტროლეთ გრძნობები.
კურო
მშვიდად შეხვდით მოვლენებს. ნუ ეცდებით ვინმეზე ზეგავლენის მოხდენა. საწინააღმდეგო სქესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით.

ტყუპი
მარტივად იპოვით გამოსავალს რთული სიტუაციიდან. შინ მეტი კომფორტი შეიქმენით. დააბრუნეთ ვალი.

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობა. განსაკუთრებით, თუ გაბუტულები ხართ. დაფიქრდით მოგზაურობასა და ქველმოქმედებაზე.

ლომი
ოჯახის წევრების ბედნიერებაზე იფიქრეთ. გარშემო მყოფებს მხიარული განწყობის შექმნაში დაეხმარეთ.

ქალწული
გადაწყვეტილებები საყვარელ ადამიანთან შეთანხმებულად მიიღეთ. თუ დაკვირვებული იქნებით, იმისაც გამოიცნოთ, რა სურს გარშემო მყოფებს, უცხოებსაც კი.

სასწორი
ოჯახის წევრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. მეტი სიმყუდროვე შეუქმენით საყვარელ ადამიანს შინ.

მორიელი
კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. ნუ დახარჯავთ დროს შურისძიებასა და აგრესიაზე.

მშვილდოსანი
ზოგჯერ შეცდომებიც უნდა აღიაროთ. ეცადეთ, ემოციებს აყოლილმა შეცდომა არ დაუშვათ.

თხის რქა
ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, სანამ პარტნიორს არ შეუთანხმდებით. საყვარელი ადამიანის სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ.

მერწყული
მეტი მზრუნველობა გამართებთ გარშემო მყოფების, შინაური ცხოველების მიმართ. გაიუმჯობესთ ჯანმრთელობა. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.

თევზები
მტრებსაც კი მოკავშირეებად გადააქცევთ. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მუსიკისა და ფილოსოფიისადმი. ზოგიერთი გადაწყვეტს, გული საყვარელ ადამიანს გადაუშალოს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა