თეგებით ძიება

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 7–13 იანვრის პერიოდში


7–13 იანვრის პერიოდი კარგი დროა ყველაზე მავნე ჩვევებთან და ხასიათის თვისებებთან გამოსამშვიდობებლად. კვირის დასრულების შემდეგ ადამიანების უმრავლესობა სხვანაირი გახდება, თუნდაც ეს მთლიანად მაშინვე ვერ გააცნობიეროს.













Getty Images
















დაიწყო ახალი წელი და დროა, პოზიტიური აზროვნება დავიწყოთ, რათა ცხოვრებაში წარმატებები მოვიზიდოთ. ეს კვირა იმითაა აღსანიშნავი, რომ პლანეტებს, მთვარესა და მზეს სუსტი დღეები არ ექნებათ: ყველა ზეციური სხეული ან ძლიერი, ან ნეიტრალური იქნება. ეს მოქმედებების დროა. კაცობრიობა ახალი აღმოჩენებისა და გლობალური ცვლილებების ზღვარზე დგას. ცხოვრებაში მაქსიმალური იღბლიანობის მოსაზიდად ეცადეთ, გარშემომყოფებთან ერთ ტალღაზე აეწყოთ.
















Getty Images
















ვერძი





ვერძებისთვის ეს საოჯახო კვირაა: ასტროლოგები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ახლობელ ადამიანებთან. სამუშაოს შემდეგ გაეშურეთ სახლისკენ, ხოლო უქმეებზე პირად პრობლემებს ნუ გაექცევით. გარემოს შეცვლა თითქმის ყველა ვერძს წაადგება. ეწვიეთ ნათესავებს, ძველ მეგობრებს. მარტოხელებს, შესაძლოა, ბედმა გაგიღიმოთ სასიყვარულო ფრონტზე – გამოიჩინეთ სითამამე.

მოერიდეთ გარშემომყოფების ნეგატიურ ენერგიას. ბევრ კოლეგას ან ნაცნობს თქვენთან საკუთარი პრობლემების გაზიარება მოუნდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს კვირა ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების დახმარებისთვისაა, ამიტომ ასეთ საუბრებს მოერიდეთ და თავს სხვისი უარყოფითი ემოციებით განწყობის გაფუჭების უფლებას ნუ მისცემთ.
















Getty Images
















კურო





კუროებს ამ კვირაში წვრილმანებისადმი ყურადღების გამოჩენა მართებთ. წარმატების გასაღები სადღაც ახლოს იმალება. ბევრი თქვენგანი შეძლებს საჭირო ტალღაზე აწყობას და უახლოესი თვეების, თუნდა წელიწადის გლობალურ მიზნებში გარკვევას. კარგი პერიოდია საქმეების დაგეგმვისა და საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისთვის.

ყოველი ახალი დღე, შეიძლება, განსხვავებული იყოს. ეს ნიშნავს, რომ წარმატება ეწვევა შემოქმედებით კუროებს და ეს ენერგეტიკული მრავალფეროვნება მათზე დადებითად იმოქმედებს. ცხოვრება თავისი მრავალფეროვნებით იკაშკაშებს, მაგრამ ამ დინამიკისა და ახალი შთაბეჭდილებების გამო ორიენტირებს ნუ დაკარგავთ – იფრთხლეთ, სწრაფ დასკვნებს ნუ გამოიტანთ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.
















Getty Images
















ტყუპი





ტყუპებზე პლანეტები და ვარსკვლავები ამ კვირაში განსაკუთრებულ გავლენას მოახდენენ. მართლა ჯადოსნური პერიოდია მათთვის, ვინც თავის სიყვარულს ეძებს. ასევე გაუმართლებს მათ, ვინც სამსახურს ეძებს, ან მისი გამოცვლა სურს.

სამყარო მრავალ წარმატებას გაჩუქებთ, მაგრამ ეს სწორად უნდა გადაანაწილოთ. მიზნები ფრთხილად და ბრძნულად დაისახეთ. ასტროლოგები გირჩევენ, ძალები უქმად არ დახარჯოთ. ეს ეხება ურთიერთობებს, რომლებმაც უკვე ამოწურა თავი და საქმეებს, რომლებიც პრიორიტეტული არ არის. იმ საქმეებს მიხედეთ, რომლებიც სწრაფ დასრულებას მოითხოვს.
















Getty Images
















კირჩხიბი





სამყარო კირჩხიბებს სიყვარულსა და საქმეებში არცთუ სახარბიელო პერიოდის დაძლევაში დაეხმარება. ვარსკვლავები და პლანეტები ახლა ძალზე პოზიტიურად არიან განწყობილი ამ ნიშნის მიმართ, თუმცა, არანაირი გარანტია არაა იმისა, რომ უსიამოვნებები გვერდს აგივლით. შესაძლებელია ფინანსური კრიზისი, შემოქმედებითი უძრაობა ან სასიყვარულო პრობლემები. ამ კვირაში მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება მოგიწევთ.

ასტროლოგები გირჩევენ, ახალი მეგობრები და ნაცნობები ეძებოთ. ახალი ადამიანები წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებიან. სჯობს, არ ჩაახშოთ თქვენი მეამბოხე სული. ეს ნერვულ დაძაბულობას კი მოგიტანთ, მაგრამ რუტინისგან გათავისუფლებას მხოლოდ ასე შეძლებთ. ასევე არის რეკომენდაცია, რომ ყველა ფრონტზე დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვოდეთ.
















Getty Images
















ლომი





ლომებს ყველაზე მეტად 11 იანვარს გაუმართლებთ – ეს კვირის ყველაზე ხელსაყრელი და პოზიტიური დღეა. პლანეტებსა და ვარსკვლავებს შორის ჰარმონია თავის მაქსიმუმს მიაღწევს და ეს უქმეებზეც საგრძნობი იქნება. კვირის ბოლო კრეატიული ენერგიის გავლენით ჩაივლის, ამიტომ, სჯობს, ძალები დასვენებასა და სასიყვარულო თავგადასვლებზე მიმართოთ. დაოჯახებულებმა კი დრო საყვარელ ადამიანს, ბავშვებსა და ნათესავებს დაუთმეთ.

კვირის დასაწყისი ნაკლებად ენერგიული იქნება, მაგრამ ეს ნაკლი შეგიძლიათ შრომისმოყვარეობითა და საკუთარი თავის რწმენით შეავსოთ. შესანიშნავი კვირაა ახალი ცოდნის შესაძენად. უსიამოვნო სიტუაციებში დაეყრდენით საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებას.
















Getty Images
















ქალწული





ქალწულებისთვის შესანიშნავი კვირაა რომანტიკის, საყვარელ ადამიანთან ერთობლივი საქმეებისთვის, ასევე, ხელის შეთავაზებისა და ქორწილის დაგეგმვისთვის. მარტოხელებს კი შანსი აქვთ, შეხვდნენ ადამიანს, რომელთანაც პერსპექტიული ურთიერთობები წარმოიშვება.

ქალწულები დიდი საქმიანი და ფინანსური პოტენციალის მქონე ადამიანები არიან. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ამ კვირაში მოსალოდნელია ფინანსური წარმატება. შესაძლებელია მომავლის შეცვლა და წარსულის შეცდომების გამოსწორება. ასეთი შესაძლებლობა იშვიათად ეძლევა ადმაიანებს, ამიტომ, სამუშაო დღეები საქმესა და ბიზნესს დაუთმეთ. პოზიტიური იქნება ძვირადღირებული, სახლთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შენაძენი.
















Getty Images
















სასწორი





სასწორებს ამ კვირაში თავიანთი კარმის გაწმენდის შესაძლებლობა მიეცემათ. სამყარო განწყობილია, რომ თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეცვალოს, რადგან ორშაბათს კოსმოსური ობიექტების ენერგეტიკაში სერიოზული ცვლილებები მოხდება. სასწორების ცხოვრებაში ბევრი კორექტივი ავტომატურად, თქვენი მონაწილეობის გარეშე მოხდება. ეს ნიშნავს, რომ გაუთვალისწინებელი პრობლემების შემთხვევაში ხასიათისა და განწყობის გაფუჭებას არანაირი აზრი არა აქვს – პირიქით, უნდა იმოქმედოთ.

ეს კარგი კვირაა ნებისმიერ სფეროში შეცდომების გამოსწორებისთვის. სრულიად შესაძლებელია, რომ ვინმეს პატიება სთხოვოთ, ან თვითონ აპატიოთ სხვას. მთავარია, განთავისუფლდეთ შურისძიების სურვილისგან და ნეგატიური ემოციების მძიმე ტვირთისგან. ეს იქნება სულიერი განწმენდის კვირა, ამიტომ, ეძებეთ საკუთარი თავი, დაკავდით მედიტაციით, ილოცეთ.
















Getty Images
















მორიელი





მორიელებმა ბედისწერის, სამყაროს მინიშნებები უნდა დაინახოთ და გაშიფროთ. მაგალითად, თუ მნიშვნელოვან დღეს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ეს მიგანიშნებთ, რომ საქმეები უნდა გადადოთ. მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ – ნებისმიერ მოვლენას ასე ნუ განიხილავთ, ყურადღება იმას მიაქციეთ, რაც იშვიათად ხდება. სწორედ მასშია ჩადებული ფარული აზრი.

ეს სულიერი განმანათლებლობის, სიყვარულისა და ურთიერთობების კვირაა. ბევრ თქვენგანს ელოდება საბედისწერო შეხვედრა, ნაცნობობა. ვიღაცას გაუმართლებს და თავის სიყვარულს შეხვდება, ვიღაც – კარგ მეგობარს იპოვის. ასეა თუ ისე, თქვენს ცხოვრებაში ადამიანები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. სიყვარული და მეგობრობა დაგეხმარებათ პრობლემების გადატანასა და სამომავლო გეგმების დაწყობაში.
















Getty Images
















მშვილდოსანი





მშვილდოსნებმა ემოციები და გრძნობები უნდა გააკონტროლოთ, რადგან ამას თქვენი ჯანმრთელობის შერყევა და იღბლიანობის დანგრევა შეუძლია. უკან მოიტოვეთ წყენა, გაღიზიანება, მრისხანება კი კონსტრუქციულ კალაპოტში მოაქციეთ. ეს ადამიანებთან სწორ ურთიერთობებში დაგეხმარებათ. თქვენი განცდების შესახებ არავის უამბოთ, რადგან დიდია რისკი, მოშურნეს ან კონკურენტს თქვენივე გასანადგურებელი იარაღი ჩაუდოთ ხელში.

იმ მშვილდოსნებს, ვისი საქმიანობაც შემოქმედებითია, ამ სარბიელზე დიდი წარმატებები გელოდებათ. სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია გადატრიალებები და მოულოდნელი დადებითი გარდასახვები. ერიდეთ სტერეოტიპულ აზროვნებას ამ კვირის განმავლობაში.
















Getty Images
















თხის რქა





თხის რქებისთვის ძალზე პოზიტიური კვირაა, იღბალი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში თქვენი თანმდევი იქნება. შეგიძლიათ იმოძრაოთ ნებისმიერი მიმართულებით, სხვადასხვა მიზნისკენ, არაა აუცილებელი, მხოლოდ საოჯახო ან საქმიან სფეროზე „ჩაიციკლოთ“.

თქვენს ბევრ ახლობელს მხარდაჭერა და მზრუნველობა დასჭირდება. თუ გულში ახლობლებისთვის ცოტაოდენ ადგილს იპოვით, ეს თქვენსა და მათ მომამავალ წარმატებებზე დაადებითად აისახება. ამ კვირის გამარჯვების მიღწევის გასაღები – ეს სიკეთეა.
















Getty Images
















მერწყული





მერწყულებს საქმიან სფეროში ამ კვირაში გართულებები გელოდებათ. თუ რაიმე გაქვთ სააყიდელი, ეს, ჯობს, კვირის ბოლოსთვის გადადოთ. ყველაზე რთული დღეებია ორშაბათი და სამშაბათი – ამ დღეებში ნურავის მისცემთ ფუჭ დაპირებებს და ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს.

უქმეებზე სასარგებლო იქნება შემოქმედებითი საქმიანობა, აქტიური დასვენება, ასევე რომანტიკული შეხვედრები. ამ კვირაში შეიძლება გარემოს შეცვლა, მოგზაურობასა და მივლინებაში წასვლა. მივლინებები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
















Getty Images
















თევზები





ამ კვირაში პლანეტები და ვარსკვლავები პოზიტიურ ენერგიას მძლავრად გამოსცემენ. ეს თქვენ ძალიან წაგადგებათ, რადგან გელოდებათ გლობალური ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროში. ენერგიის დიდი ნაკადი სწორად უნდა გააკონტროლოთ. მისდიეთ სპორტს, შეასრულეთ ნებისმიერი სამუშაო, მაგრამ სჯობს, რომ საქმეები წინასწარ დაგეგმოთ.

ამ კვირაში მოიმატებს იღბლიანობა სასიყვარულო ფრონტზე. წარმატებას მოიტანს ახალი ნაცნობობა, ასევე შეგიძლიათ, გააცოცხლოთ ძველი ურთიერთობები. ესაა პატიების, ერთობლივი მუშაობისა და საერთო მიზნებისკენ მოძრაობის პერიოდი. თქვენი მთავარი მტერი სიძუნწე იქნება და თან, არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით – ნუ შეგეშინდებათ, აჩუქოთ ადამიანებს თქვენი სითბო და ყურადღება.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა