11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი პრაქტიკული საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. ბრმად ნუ ენდობით მოსმენილს. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ზოგიერთს საღამოს მხიარული წვეულება ელის.
კურო
დილა საბუთების გაფორმებას, უფროსთან ახალი იდეების განხილვას დაუთმეთ. თქვენი სიტყვა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. გაფრთხილდით, მოსალოდნელია მცირე ქურდობა, ფულის დაკარგვა.
ტყუპი
დილა წარსულის, მიმდინარე პროექტების განხილვას დაუთმეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. ყურადღებით იყავით, არავინ ჩაგითრიოთ ტყუილში.
კირჩხიბი
გაერკვიეთ პოლიტიკურ საკითხებში, ინფორმაციებში. შეიძლება მოგეძალოთ მოგზაურობის სურვილი. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ. განიხილეთ ცხოვრება, ინტერესები.
ლომი
ფინანსური საკითხების მოგვარებას დილა დაუთმეთ. შუადღიდან შეხვედრები და მოლაპარაკებები გელით. კარგი დღეა, რათა მეგობრების სიიდან ამოშალოთ აფერისტები და მატყუარები.
ქალწული
ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ ენდობით რეკლამას. ეცადეთ, მეგობრებისგან კარგი თვისებები გადაიღო და არა მავნე ჩვევები. საღამოს შეიძლება უცხო გარემოში, წრეში აღმოჩნდეთ.
სასწორი
შეიძლება სახლიდან შორს მოგიწიოთ გამგზავრებამ. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ გეგმა, იდეები. კარგი
დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, ინტელექტუალური ტრენინგებისთვის.
მორიელი
შეხვედრები, საუბრების დღეა. საყვარელ ადამიანთან გაარკვიეთ თქვენთვის ყველა მტკივნებული საკითხი. საღამო ახალ კოლეგებთან ერთად გაატარეთ, ახლოს გაიცანით ისინი და განიხილეთ მიმდინარე პროექტები.
მშვილდოსანი
დილა წვრილმანებზე მუშაობას დაუთმეთ. მეტი დრო დაუთმეთ დოკუმენტების განხილვას, საბუთების გაფორმებას. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან საქმის დაჭერას. მეტად გამოავლინეთ თქვენი ერუდიცია.
თხის რქა
დილით ადრე ადექით და შეუდექით მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას. კარგად გაანალიზეთ ყოველი მომდევნო ნაბიჯი. კარგი დღეა ვირტუალური მიმოწერისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების მიმართ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
მერწყული
დილით სამსახურის საქმეები და ვალდებულებები მოაგვარეთ, რომ საღამოს მეგობრებთან ერთად გართობა შეძლოთ. შეიძლება ახალმა, აზარტულმა თამაშმა გაგიტაცოთ. რომანტიკულ განწყობაზე დადგებით.
თევზები
თუ რაიმეს გაკეთება გსურთ, აღარ დააყოვნოთ, მეტად გაატიურდით სასურველის მისაღწევად. საღამოს შეიძლება გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ; გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ. ეცადეთ, არავის გაუმხილოთ გულის ნადები.
წყარო: astrologi.ambebi.ge