თეგებით ძიება

როგორ დავიკლოთ საახალწლოდ მომატებული კილოგრამები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ახალ-წელს და შობას რთულია თავის შეკავება, როცა ყველა ლამაზად გაწყობილ, გემრიელი კერძებით სავსე სუფრაზე გეპატიჟება. იანვრის შუა რიცხვებში უკვე ვხდებით, რომ წონაში მოვიმატეთ და იწყება დაუსრულებელი დარდი ან წუწუნი... გთავაზობთ ვარჯიშის სახეობებს, რომლებიც საახალწლოდ მომატებული კილოგრამების დამარცხებაში დაგეხმარებათ:

ვერძი



თქვენი სპორტის სახეობა ბოქსია. ის დაგეხმარებათ არა მარტო წონის კონტროლში, არამედ ენერგიის სწორად გადანაწილებას გასწავლით. თქვენს ძლიერ სულს ძლიერი სხეული სჭირდება, რომ ყველა მიზანს მიაღწიოს.
Astrologia




კურო



თქვენ იოგასთვის ხართ დაბადებული. იოგა მხოლოდ წონაში კი არ დაგაკლებინებთ, სასურველ სულიერ ჰარმონიას მოგანიჭებთ და შინაგან ბალანსამდე მიგიყვანთ. 

Astrologia


ტყუპი



ირბინეთ, ენერგიის დახარჯვა გჭირდებათ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, რომელიც ბოლო დროს ძალიან მოდუნდა, გააქტიურდება, გაუმჯობესდება მისი ცხოვრების სტილი, განწობა და, რაც მთავარია, დაიკლებს წონაში.
Astrologia



კირჩხიბი



წყალი თქვენი სტიქიაა. უნდა იცუროთ. ცურვისას დაგილაგდებათ არეული აზრები, მიაღწევთ სულიერ სიმშვიდეს, დაისახავთ მიზნებს, მოიგვარებთ ხერხემალის პრობლემას,




გააქტიურებთ კუნთოვან სისტემას და
მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს.




ლომი


სცადეთ გუნდური თამაში, ვოლიბოლი. მასში შეძლებთ, ერთი მხრივ, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოვლენას,
მეორე მხრივ, თამაში დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, რომ დედამიწა თქვენ გარშემო არ ბრუნავს.
მიხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანია სხვათა ქმედება და აზრი. ბოლოს კი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ბრწყინვალე ფიგურას დაიყენებთ.
Astrologia


ქალწული



ტენისის კორტი გეგულებათ სადმე? თუ კი, აუცილებლად ეწვიეთ; თუ - არა, გაიკითხეთ, მოძებნეთ ინტერნეტის დახმარებით. თქვენს სხეულს,  ძველი ფორმის დასაბრუნებლად, სწორედ ტენისი სჭირდება.
Astrologia


სასწორი



იცეკვეთ! ასე გამხიარულდებით და კალორიებს დაწვავთ. თუ ცოტათი ზარმაცდებით,
როცა საქმე ფიზიკურ აქტივობას ეხება, ჩაეწერეთ რაიმე ჯგუფში, სადაც მასწავლებელი ან ინსტრუქტორი მოძრაობას გაიძულებთ.
Astrologia


მორიელი



თქვენთვის ზედგამოჭრილია საბრძოლო ხელოვნება. ამ გზით თავსაც დაიცავთ, სუსტებსაც უპატრონებთ,
შესაშურ ფიგურას დაიყენებთ და, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სულიერ ძალასაც შეიძენთ. 
Astrologia



მშვილდოსანი



ინათხოვრეთ ან იქირავეთ ველოსიპედი და ისეირნეთ ყოველ საღამოს. დაიწყეთ 30 წუთით. გაზარდეთ ხანგრძლივობა 2 საათამდე. 
Astrologia


თხის რქა


როლიკები და სკეიტბორდი გიცდიათ? არ თქვათ, რომ უკვვე გაიზარდეთ! ახალგაზრდული, უდარდელი მხიარულება, სწორედ ეს აკლია თქვენს ცხოვრებას. გეძლევათ შანსი გაერთოთ და დაიკლოთ!
Astrologia


მერწყული


დაკავდით სნოუბორდითა და თხილამურებზე სრიალით. მაქსიმალურად გამოიყენეთ ზამთარი!
Astrologia

თევზები



თქვენ და ვარჯიში? წადით, შეჭამეთ და წაუძინეთ. ვიხუმრეთ, ვიხუმრეთ, რა თქმა უნდა... კარგი იქნება, თუ
აერობიკა გაგიტაცებთ!
Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა