იანვრისა და თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2019 წლის პირველ ორ თვეში, როგორ განლაგდებიან ვარსკვლავები? რას უნდა ვერიდოთ და რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ამ პერიოდისთვის?
2019 წლის იანვარი
იანვრის ჰოროსკოპი, ზამთრის სიცივის მიუხედავად, "ცხელ" ამინდს გვპირდება. იანვარში ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი დაბნელება მოხდება, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას 180 გრადუსით შემოაბრუნებს. ესაა პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან, მუშაობასთან, კმაყოფილებასთან ჩვენს ცხოვრებაში. მზის დაბნელება 6 იანვარს მოხდება და წინა პლანზე წამოწევს ჩვენს სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებს. ბევრი დაფიქრდება საქმიანობის სფეროს გამოცვლაზე, დადგება საკითხი იმ სარგებლის შესახებ, რომელიც ამ სამყაროსთვის მოგვაქვს. 21 იანვარს იქნება მთვარის დაბნელება.
ეს თვე საფრთხეების, კონფლიქტების, დაპირისპირებების თვე იქნება. მზის დაბნელება პლუტონთან შერწმით გვაუწყებს, რომ მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები, რადგან პლუტონი ბრძოლისა და ომის პლანეტაა. საჭიროა სიფრთხილე. 2019 წლის იანვარში უნდა მოვერიდოთ მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებას, სამოგზაუროდ წასვლას, თავის საფრთხეში ჩაგდებას. ეს პერიოდი, სჯობს, სახლში "გადავიტანოთ". დაბნელების გავლენა დაახლოებით 31 დეკემბრიდან დაიწყება და ეს 2019 წლის 5 თებერვლამდე იქნება საგრძნობი.
იანვარი ბევრ დადებით ცვლილებასაც გვპირდება. მაგრამ ახლის შენება რომ დავიწყოთ, ჯერ ძველი უნდა დავანგრიოთ. ამიტომ
თვე სიურპრიზებს გვპირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დაბნელებებს სარგებელი და უკეთესისკენ ცვლილებები მოაქვს.
2019 წლის თებერვალი
2019 წლის 5 თებერვალს მთვარის ახალი წელი იქნება, ასევე ჩინური ახალი წელი დადგება. ამ მომენტიდან ჩვენს ცხოვრებაში აბსოლუტურად ახალი ეტაპი დაიწყება. ბოლოს და ბოლოს, გავაცნობიერებთ ყველა ცვლილებას, რაც იანვარში მოხდა. ამ დღეს შეგიძლიათ მთელი წელიც კი დაგეგმოთ წინასწარ.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ 2018-2019 წლების ზამთარში შეიცვლება სამყაროს ჩვენეული აღქმა, ჩვენი ცხოვრებისეული პოზიცია, მოხდება მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, დაგეგმვა 2018 წლის დეკემბერში დავიწყოთ. რეკომენდებულია იანვრის დაბნელებების მშვიდად გადატანა და შემდეგ უკვე დაგეგმვა და საკუთარი ცხოვრების აბსოლუტურად ახალი ეტაპის დაწყება.
ზამთარი გვაჩვენებს, თუ რა არის ნამდვილად ფასეული ჩვენს ცხოვრებაში - ოჯახი და საყვარელი სამუშაო. იწყება დაბნელებების ციკლი კირჩხიბი-თხის რქის ნიშნებში, რომლებიც ორნახევარი წელიწადი გაგრძელდება. ეს ზამთარი ბევრ რამეს შეცვლის ჩვენს ცხოვრებაში, გამოიჩინეთ სიბრძნე და მზად იყავით ცვლილებებისთვის.
წყარო: astrologi.ambebi.ge