თეგებით ძიება

რომელ საათზე გიღიმით ბედი ყოველდღე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ბუნებაში არის განსაკუთრებული დრო, როდესაც თითოეული ადამიანი ამ პერიოდში გამოირჩევა განსაკუთრებული შრომისუნარიანობითა და პროდუქტიულობით. თუ გინდათ, მეტად წარმატებული იყოთ, გაიგეთ თქვენი წარმატების საათები. ამის გაგება კი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არის შესაძლებელი.

ვერძი



ვერძისთვის პროდუქტიულობის პიკი ღამის საათებზე მოდის. ამ დროს ისინი ყველაზე კარგად აზროვნებენ, იმახსოვრებენ ბევრ ინფორმაციას ან გენიალურ იდეები მოსდით თავში. ცეცხლის სტიქია მათ ავსებს ენერგიით და დილის 5 საათამდე აქტიურობაში ეხმარება. ეს პერიოდი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.


კურო



საუკეთესო დრო ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დღის საათებია. ისინი ადრე დგებიან და თითქმის ყოველთვის მხნედ არიან. მათი კომუნიკაბელურობა მაღალ დონეზეა და ეს პერიოდი საღამოს 19 საათამდე გრძელდება. მათ მიერ დღის განმავლობაში დადებული გარიგებები და ხელშეკრულებები კარგ შედეგს იძლევა. ასევე, დღისით დანიშნული პაემანი წარმატების შანსს ზრდის.


ტყუპი



ორბუნებოვან ნიშანს ბუნებამ წარმატებებისთვის დღის მეორე ნახევარი უბოძა. გემრიელი სადილის შემდეგ მათთვის მეორე სუნთქვა იხსნება, გრძნობენ ძალების მოზღვავებას. შეუძლიათ მთების გადადგმა, უამრავი სამუშაოს გაკეთება, ასევე იღბლიანი იქნება ამ პერიოდში საქმიანი მივლინებების შედეგი. მათთვის საუკეთესო დროა 12-დან 17 საათამდე პერიოდი.

Astrologia

კირჩხიბი



კირჩხიბებისთვის საუკეთესო თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად დილისა და საღამოს საათებია. მათი ქარიზმა ამ პერიოდებში ძლიერდება და ადამიანები უფრო ადვილად იჯერებენ მათ ნათქვამს. დილის 10 საათამდე ამ ნიშნის წარმომადგენლების დარწმუნების უნარი უმაღლეს დონეზეა. 21 საათის შემდეგ კი მშვიდობისმყოფელის როლს ირგებენ და სწრაფად პოულობენ გადაწყვეტილებებს ყველა მნიშვნელოვანი საქმისთვის.



ლომი



12-დან 15 საათამდე ლომებს შეუძლიათ მონოტონური სამუშაოს შესრულება. ამ პერიოდში გრძნობენ ძალების მოზღვავებას, უჩნდებათ განწყობა სხვადასხვა საქმის გასაკეთებლად. ამიტომ ისინი ცდილობენ, სწრაფად და ხარისხიანად გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს, რომ შემდეგ ბევრად უფრო სასარგებლო და საჭირო საქმე გააკეთონ. შუაღამისას შეუძლიათ სასარგებლო ინფორმაციის გაცნობა, სრულყოფაზე მუშაობა ან ხვალინდელი დღის სტრატეგიის შემუშავება.



ქალწული



დილის 8 საათიდან ქალწულების მოტივაცია მაღალ დონეზეა. მათი შრომისუნარიანობა საშუალებას იძლევა, შეასრულონ ნებისმიერი სამუშაო. ბუნებით სტრესის მიმართ მდგრადობის უნარი მათ საშუალებას აძლევს, გაუმკლავდნენ ნებისმიერ გადაუჭრელ პრობლემას და გააკონტროლონ საკითხების მიმდინარეობა.



სასწორი



მათი სამუშაოს პროდუქტიულობა დღის 12 საათიდან იწყება და გვიან ღამემდე შეიძლება გაგრძელდეს. შუადღემდე შეუძლიათ, იძინონ, ძალები მოაგროვონ, სამაგიეროდ, მზად არიან ღამით თავდაუზოგავად იმუშაონ.



მორიელი



დღის 12 საათამდე მორიელებს შეუძლიათ ყველა მნიშვნელოვანი საქმის გადაწყვეტა, გეგმის შედგენა უახლოესი მომავლისთვის. შუადღის შემდეგ მათ ცოტა ხანი სჭირდებათ დასვენებისა და კონცენტრირებისთვის. მცირე დასვენების შემდეგ კვლავ ერთვებიან საქმიანობაში და მაქსიმუმ 21 საათამდე შრომისუნარიანობას ინარჩუნებენ. ადრე იძინებენ, სამაგიეროდ, ადრე დგებიან და მზად არიან საქმიანობისთვის.



მშვილდოსანი


დილის 6 საათიდან 15 საათამდე მშვილდოსნებს მუშაობისთვის ყველაზე შესაფერისი დრო აქვთ. ეს მათ ხელს არ უშლის, დრო საკუთარ პერსონას დაუთმონ. ამ პერიოდში ისინი განვითარების ახალ მეთოდებზე ზრუნავენ. ყველაფერს, რასაც ისინი ამ პერიოდში აკეთებენ, სარგებელი მოაქვს. Astrologia

თხის რქა



მზის პირველივე სხივებიდან ამ ნიშნის წარმომადგენლებს საოცარი აქტიურობა უჩნდება და ამით სხვების დამუხტვასაც ცდილობენ. მზის ჩასვლამდე მზად არიან, უამრავი საქმე გააკეთონ. დილის 5 საათიდან ღამის 21 საათამდე აქტიურობის პიკი აქვთ, ამის გამო




ავიწყდებათ, რომ არსებობს დასვენება. ამიტომ თხის რქები იმდენად იფიტებიან დღის ბოლოს, რომ თავს დათრგუნვილად გრძნობენ.


მერწყული



მერწყულებს გამჭრიახობის დრო სადილის შემდეგ ეწყებათ. იწყებენ საკუთარი იდეების წამოყენებას, გეგმების შედგენას და სტრატეგიების აწყობას. იზრდება მათი ენამახვილობაც, ამიტომ ხდებიან ბევრად საინტერესო და მომხიბლავი. მათი აქტიურობა ასე 22-23 საათამდე გრძელდება. შემდეგ იწყებენ ძალების აღდგენას და დილისთვის უკვე ახალი განწყობით არიან მზად მუშაობისთვის.



თევზები



ამ ნიშნის წარმომადგენლები არაფერს გააკეთებენ, სანამ მთელი დღის დეტალურ გეგმას არ შეადგენენ. დილის 10 საათიდან საღამოს 20 საათამდე მათთვის საუკეთესო დროა საოჯახო საქმეების, მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებისა და შეხვედრების ჩატარებისთვის. დატვირთული გრაფიკის შემდეგ ძალების აღდგენას დიდხანს უნდებიან, ხანდახან შუადღემდე ატარებენ საწოლში.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა