თეგებით ძიება

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ თითოეული ზოდიაქოს ნიშანი და რომელი მათგანი უნდა დააყენოთ პირველ ადგილას

გთავაზობთ 5 მიზეზს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ თითოეული ზოდიაქოს შეყვარება ღირს:

კირჩხიბი



1. ყველაზე მზრუნველები, მთელ ზოდიაქოს ნიშნებს შორის, დიახ, კირჩხიბის განსაკუთრებული თვისება, მზრუნველობა. ასე რომ ვთქვათ კირჩხიბისგან უმზრუნველი არავინ რჩება, განსაკუთრებით მისი რჩეული.

2. თუ უყვარხარ, ბოლომდე ეყვარები, დაიხარჯება. კირჩხიბს ყველაფერი საუკეთესო ახლობლებისთვის ემეტება, რაც ძალიან სასიამოვნოა მისი მხრიდან.

3. ყველაფერში გაგიგებთ. მას შესანიშნავი ინტუიცია აქ, კარგად იცნობს ადამიანის შინაგან ბუნებას, ასე რომ შესანიშნავად შეუძლია გაუგოს ნებისმიერს.
4. არასდროს არის ყალბი. კირჩხიბები არასდროს თამაშობენ!
5. უანგაროა. თუ ისინი რამეს გასცემენ, სანაცვლოთ არც არაფერს ითხოვენ.   

Astrologia

ლომი


1. ბუნებით ძალიან მოსიყვარულე ადამიანია. ის თავის მეორე ნახევარს გულწრფელად და სერიოზულად ეპყრობა. თუ მამაკაცი ლომი იპოვის იმ ქალს, რომელსაც ეძებდა, მასზე ლამაზად იზრუნებს და დიდებული ჟესტებით გაანებივრებს. ეს ნიშანი რჩეულს თაყვანისმცემლებით აავსებს და მას ყველაზე ძვირფასს აჩუქებს, რაც გააჩნია.   

2. მამაკაცი ლომი კარგი მეოჯახე არის. რა თქმა უნდა, თუ ოჯახში სიტუაცია სტაბილური არის. სახლში ეს ნიშანი თავს ნამდვილ დიასახლისად გრძნობს. მისი სიამაყე და საკუთარი თავის მიმართ სიყვარული სხვანაირ მდგომარეობას ვერ აიტანს.
ქალი ლომი ხშირად ურთიერთობაში ხელმძღვანელის პოზიციაზე არის. ამასთან საკუთარ მამაკაცს იმის ფიქრის უფლებას აძლევს, რომ ის ოჯახში მთავარია.

3. ბევრ ლომს ბავშვები ძალიან უყვარს. ისინი ოჯახის წრეში დროს დიდი სიამოვნებით ატარებენ.

4. თუ გსურთ რომ გემრიელობით იკვებოთ, ქალი ლომი გაიცანით. სამზარეულოში მას თვითნაბადი ნიჭი აქვს. მართალია, მომზადების სურვილი ყოველთვის არ აქვს.
ხოლო მამაკაცი ლომი ნამდვილი მშოვნელია. თუ მას სუპერმარკეტში საყიდლების სიის გარეშე გაუშვებთ, ის არ დაიბნევა და ყველაზე საჭირო და ახალი ნივთების და პროდუქტების შეძენას შეძლებს.

5. ლომებთან არ მოიწყენთ. მათ შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ. მათ დროის სასიამოვნოდ გატარების უნარი აქვთ. სწორედ ამიტომ, თუ არ გსურთ, რომ თქვენი ურთიერთობა გადაიქცეს, პარტნიორის არჩევის დროს ყურადღება ამ ნიშანზე გაამახვილეთ.

Astrologia

ქალწული




1. ყოველთვის აკონტროლებს ემოციებს - რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში არასოდეს იტყუება და მუდამ საკუთარი სიტყვის პატრონია. 

2. პირდაპირი და მართალია - ქალწული არასოდეს მოგატყუებთ და არც ფუჭი ოცნებებით თავის გასულელების საშუალებას მოგცემთ. მასთან ერთად ყოველთვის გაქვთ შანსი ჩახედოთ სიმართლეს თვალებში. რაც თქვენთვისვე იქნება სასარგებლო.

3. მოწესრიგებულია - არასოდეს აგვიანებს და არასოდეს იძლევა ამაო დაპირებებს. 

4. მას ესმის ხარისხის ფასი - ის, არც ისე მდიდარია, რომ იაფფასიან ნივთებში ფული დახარჯოს. სამაგიეროდ, თუკი საჩუქრებით განებივრებთ ყოველთვის ექნება თქვენთვის ხარისხიანი საჩუქარი. 

5. მისი მოტყუება შეუძლებელია - დაკვირვების და ანალიზის უნარი, რომელიც ქალწულს გააჩნია აღფრთოვანების ღირსია. მის გვერდით არ უნდა გეშინოდეთ სხვადასხვა ჯურის ვირეშმაკების.     


Astrologia

ტყუპი



1. მასთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. ამქვეყნად ყველაზე უჟმური ადამიანიც რომ იყოთ, მისი შეკითხვები აუცილებლად აგიშლით ლაპარაკის საღერღელს და ტვინსაც კარგად დაგიმასაჟებთ.

2. აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსშია. ყველა ჭორი იცის. ყველა ახალი ამბავი. იცის დღევანდელი ვალუტის კურსი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრება ამ კურსთან დაკავშირებით. შეუძლია გირჩიოთ რომელი წიგნის წაკითხვა




ღირს ან არ ღირს, რომელი ფილმის ყურება. 

3. ძალიან მსუბუქი ადამიანია. ზედმეტად არ უღრმავდება, არ ადრამატულებს. დიდი დიდი ნერვები აეშალოს, ახტეს დახტეს… მაგრამ ძალიან მალე მოდის ხასიათზე. დეპრესიაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ემოციებს იუმორით უყურებს, რადგან უფრო თავით ცხოვრობს, ვიდრე გულით. დიდხანს განცდებში ყოფნა, ან გრძნობებზე საუბარი მისი სტილი არ არის. 

5. თუ თვითონ არ ეძებს შარს (ასეც ერთობა ხოლმე), ნებისმიერი სიტუაციიდან დაიძვრენს თავს და სუფთად გამოვა. გამოგიყვანეთ თქვენც. თუნდაც არც ისე პატიოსანი გზებით – ტყუილით და ვინმეს გაბრიყვებით. თან ბევრს იცინებს. ტყუპების საუკეთესო მოგონება – როგორ გაასულელა ვიღაც.   

Astrologia

კურო



1. კურო უკონფლიქტო ადამიანია, იცის მშვიდი ცხოვრების ფასი და ზედმეტ აურზაურს არაფრის გამო არასოდეს შექმნის. სიმშვიდეს პირდაპირ თვალებიდან ასხივებს. მის კომპანიაში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.


2.იშვიათად რისკავს, უფრო სწორად თითქმის არასდროს, მისი რისკი, კარგად გათვლილი და გააზრებული რისკია ყოველთვის. სანამ ნაბიჯს გადადგამს, მანამდე ბევრს ფიქრობს, ამიტომ იშვიათად ცდება. მას შეგიძლიათ დაეყრდნოთ.


3. მისთვის რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ხარისხია, ამიტომ ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა ვერ ექნება. თუკი საქმეს თქვენთან იჭერს, მნიშვნელობა არ აქვს საქმიანი პარტნიორი იქნებით, მეუღლე, თუ მეგობარი, ესე იგი ძალიან ღირებული ხართ მისთვის. ზოგადად, უსარგებლო, არაფრისმომცემ, ერთჯერად კავშირებში არ იხარჯება. თქვენთან თუა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ სათანადოდ გაფასებთ.


4. კურო ყველა სხვა ნიშანზე მეტად მომთმენია. ყველაფერს ხედავს, მაგრამ მოთმინების ფიალა ძალიან ნელა ევსება. შეუძლია გაგიგოთ შეცდომები, შევიდეს თქვენს მდგომარეობაში, სანამ ყველა ზღვარს არ გადახვალთ. ეს ყველას არ შეუძლია.


5. საშინლად მესაკუთრეა და კუროს შემთხვევაში ეს თვისება დადებით თვისებად მოიაზრება, რადგან ყველაფერს უფრთხილდება, რაც მისია. თქვენ თუ მისიანად მოგიაზრებთ, ძალიან გაგიმართლათ. ყველანაირად შეეცდება ცხოვრება გაგიმარტივოთ. იზრუნებს თქვენზე. ყოველთვის გაგიმართავთ ხელს, როცა დაგჭირდებათ და თქვენ გვერდით იდგება ჭირსა თუ ლხინში.  

Astrologia



ვერძი



1. იგი თავგადასავლების მოყვარულია - მასთან არასოდეს მოიწყენთ და ყოველთვის გექნებათ მიზეზი გასამხიარულებლად.

2. ასხივებენ ოპტიმიზმს - არც ერთი ვერძი, არასოდეს აღიარებს წაგებას. მათი ოპტიმიზმი და ბრძოლის ნიჭი გადამდებია.

3. ვერძი პოზიტიურია - ბავშვივით უხარია ყველაფერი. მისი ინფანტილიზმი გადამდებია.

4. საშინლად ერთგულია - თუკი მიგიღო და შეგიყვარა, შენ გამო მთელ სამყაროს დაუპირისპირდება.

5. არ უყვარს მიკიბულ-მოკიბული საუბრები - არასოდეს წაგეპირფერება ქულების ჩასაწერად. მოგახლის თუკი რამ სათქმელია. სამაგიეროდ, ზურგს უკან მისგან ინტრიგებს ნუ ელი.   

Astrologia


სასწორი



1. ყველაზე უკეთ შეუძლია მონახოს და შეინარჩუნოს ბალანსი.
სასწორი ადამიანებს მაშინ იზიდავს, როცა ამ უკანსაკნელებს პრობლემები აქვთ, რადგან ისე როგორც არავის, სასწორს შეუძლია გამოიტანოს სწორი დასკვნები და მონახოს პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური გზა.

2. მარტივად აწონებს ადამიანებს თავს. მას შეუძლია დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ყველაზე საინტერესო და უმნნიშვნელოვანესი ფიგურა ხართ. ის საუკეთესო მსმენელია.
სასწორი ძალიან დაკვირვებულია და საოცარი აღქმის უნარი აქვს. 

3. გრძნობიარე ადამიანია. ის გულისხმიერია და გულწრფელად აინტერესებს, რა ხდება მისი მეგობრების ცხოვრებაში. თუკი მაინც ვინმეს აწყენინებს, სწრაფადვე გამოასწორებს ამას საკუთარი ქარიზმითა და სიკეთით.

4. რომანტიკულია. მთელი გულითა და სულით სიყვარული შეუძლია. თუკი, გაგიმართლათ და სასწორს შეუყვარდით, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ ბედნიერი და მუდამ დაცული იქნებით.


5. ვერავინ ისე ვერ უმკლავდება უხერხულ სიტუაციებს, როგორც სასწორი. ის – ცნობილი დიპლომატია და მარტივად, მოხერხებულად და ძალიან ელეგანტურად შეუძლია ახსნას ნებისმიერი უცნაურობა.


Astrologia




მორიელი



1. მორიელი ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით ყველაზე სექსუალური ნიშანია.

2. მორიელი ყოველთვის ახერხებს რთული სიტუაციიდან გამოსვლასა და სიტუაციის განმუხტვას.

3. მორიელი არასდროს მარცხდება.

4. მორიელებს შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა.

5. მორიელი ზრუნავს და აინტერესებს ყველაფერი საყვარელი ადამიანის შესახებ.


Astrologia




მშვილდოსანი




1. ისინი არიან ყველაზე უფრო დიდი მოგზაურები სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით - მასთან ერთად ცხოვრება კი, მის გვერდით ბევრ საინტერესო მოგზაურობაში წასვლას ნიშნავს. არის ვინმე, ვისაც ეს არ ხიბლავს?!


2. მშვილდოსანს შეუძლია მარტივად ადაპტირდეს ცვლილებებთან და არ ეშინია სიახლეების.


3. ისინი არიან ენერგიულები და ცნობისმოყვარეები.


4. მშვილდოსნების უმეტესობა ინტელექტით გამოირჩევა - ის საინტერესოდ მოსაუბრეა და ყველა საკითხის გარშემო აქვს გარკვეული ცოდნა.


5. გარდა ინტელექტისა, მშვილდოსნები ფილოსოფიური აზროვნების უნარითაც გამოირჩევიან - მათ უყვართ საკითხების სიღრმისეული ანალიზი.   

Astrologia



თხის რქა



1. თხის რქის ქალები პირველ რიგში ძლიერი ხასითით გამოირჩევიან და ამას თვითონაც ხვდებიან, ეს მათ უფრო ძლიერს ხდის!

2. არიან ყოველთვის თავაზიანები და არ ურთიერთობენ უხეშ ადამიანებთან!


3. თხის რქის ქალი ძალიან ერთგულია. მას სიყვარულის გაცემა არაფრის სანაცვლოდ შეუძლია...

4. "არ დავეცემი! მე ყოველთვის ფეხზე ვდგავარ" - ხორცშესხმული ვერსიაა ამ ფრაზის. ეს მხოლოდ თხის რქებს შეუძლიათ...

5. თუ გყავთ თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული საყვარელი ქალი, მაშინ არ დაგავიწყდეთ, რომ ის თქვენი განუმეორებელი და უერთგულესი სიყვარულია. მათთვის დროებითი გრძნობა არ არსებობს!  

Astrologia


მერწყული



1. მერწყულები, ერთი შეხედვით, კეთილი, რბილი და მერყევი ადამიანები ჩანან. ისინი ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის, დიდად აფასებენ მეგობრობას და ძალიან უყვართ ყოფის, ადამიანის არსებობის საიდუმლოებების შესწავლა.

2. გამოხატავენ რა სიძულვილს მატერიალური ფასეულობების, პათოსისა და ფუფუნების მიმართ, გულის სიღრმეში ძალზე დამოკიდებული არიან კონფორტსა და ფულზე, თუმცა, მათი ძირითადი იდეოლოგია ეხება ადამიანთა თანასწორობისა და დემოკრატიის იდეას, როგორც უმაღლეს ფასეულობას.   


3. მერწყულები ყოველთვის ორიგინალობისკენ ისწრაფვიან, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერში გამოიხატება – აზროვნების სტილიდან დაწყებული, ცხოვრების სტილამდე დამთავრებული.    

4. მათ თავიანთი მიღწევების სახალხოდ ჩვენება არ უყვართ, თუმცა ძალიან უყვართ, როცა მათი ინდივიდუალობა ღირსეულად ფასდება.   

5. ისინი მუდმივად ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, ახალი გამოცდილების, ახალი ინფორმაციის მიღებისკენ.   

Astrologia



თევზები



1. ის წარმოუდგენლად ხათრიანია - თევზი მეგობარი ყოველთვის გეთანხმებათ ყველაფერში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერე თავისი ნათქვამი "კი"-ს გამო ბევრს ინანებს, გულს არ გატკენთ მოცემულ მომენტში
უარით.

2. იგი მუდამ ეძებს ახალ ემოციებსა და შეგრძნებებს - ცხოვრების აზრის ძიების პროცესში თევზები თქვენაც აგიყოლიებთ. მერწმუნეთ, ეს ძალიან სახალისოა.

3. უზომოდ თანამგრძნობია - მისგან ისწავლით როგორ უნდა გიყვარდეთ ამქვეყნად ნებისმიერი სულდგმული.

4. მეოცნებეა - ოცნების გარეშე ხომ ცხოვრებას აზრი არ აქვს.

5. აგროვებს ისტორიებსა და ადამიანებს - მასთან საუბარი საინტერსოა, ყოველთვის აქვს მოსაყოლი რაიმე "ტკბილი ისტორია".

Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა