16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს გართობა და მხიარულება მოგინდებათ. კარგი დღეა გულითადი საუბრისთვის მეუღლესთან, შვილებთან.
კურო
ემოციებს ნუ აჰყვებით. განსაკუთრებით, დღის პირველ ნახევარში. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახლობლებთან, მეგობრებთან.
ტყუპი
ნუ ხართ ყველასთან გულახდილი. გული მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გადაუშალეთ. კარგი დღეა ელექტრონული მიმოწერისთვის. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეზოტერიკისადმი.
კირჩხიბი
დღეს ისეთი არაფერი გააკეთოთ, რასაც მომავალში ინანებთ. ნუ ხართ გაღიზიანებული, მოთოკეთ იმოციები. სიტუაციებს ცივსისხლიანად შეხედეთ.
ლომი
მოიშორეთ უსიამოვნო ფიქრები. აკონტროლეთ ემოციები. შეიძლება ზედმეტად გულახდილი გახდეთ და გაფრთხილდით, არ გაამხილოთ საიდუმლოებები, მომავლის გეგმები.
ქალწული
ზედმეტად მგრძნობიარე ხართ მოვლენების მიმართ. გაგიმძაფრდებათ ახლობლებთან ურთიერთობის სურვილი. შეიძლება გვიანობამდე მიმოწერას დაუთმოთ დრო. საიდუმლო მხოლოდ ერთგულ მეგობრებს გაანდეთ.
სასწორი
დასვენება და სიმშვიდე გსურთ. შეიძლება მთელი დღე "მოლოდინის რეჟიმში" გაატაროთ. გადაიდოს შეხვედრა, საქმე. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. გაუზიარეთ მათ თქვენი მოსაზრებები.
მორიელი
გააუმჯობესეთ საქმეები,
ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. დაგეგმეთ მომავალი. ძილის წინ გულითადი საუბარი გელით ნათესავებთან. ეცადეთ, ემოციურად არ გადაიღალოთ.
მშვილდოსანი
მოერიდეთ თქვენთვის უინტერესო და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას. ეცადეთ, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა. გაგიმძაფრდებათ ინტერესი სწავლისადმი.
თხის რქა
ნუ გახდებით გარშემო მყოფებზე დამოკიდებული, ნუ მოექცევით მათი გავლენის ქვეშ. საღამოს შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულებები ზოგ საკითხზე (ფინანსები, მეგობრობა, პირადი ცხოვრება).
მერწყული
დილა რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. კარგი დღეა პროგრამირებისა და ქსელური ადმინისტრირებისთვის. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, გამოიძინეთ.
თევზები
რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. შეიძლება ახლებურად უნდა შეხედოთ მკურნალობის სფეროს, ბავშვების აღზრდის საკითხს. გადახედეთ ელფოსტას, უპასუხეთ წერილებს. თევზები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სოციალურ ცხოვრებაში, საჭირო ინფორმაციებს მიიღებენ.
წყარო: astrologi.ambebi.ge