გუფთის საუკეთესო რეცეპტი – ნაცადია!
ინგრედიენტები
ღორის ხორცის ფარში - 500 გ
კვერცხი - 1 ცალი
ნაღები - 100 მლ
ხახვი - 2 ცალი
პურის გული - 100 გ
ბულგარული წიწაკა 2 ცალი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები:
პურის გული დაალბეთ ნაღებში და გააჩერეთ ნახევარი საათი.
ხახვი დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში. გააგრილეთ და შეურით კვერცხი, მარილი, პილპილი, ხორცის ფარში და ნაღებში დამბალი პური.
კარგად აურიეთ ფარში და გააკეთეთ გუფთები.
შეწვით ტეფტელები ზეთში, გადაიტანეთ ფორმაში, მოაყარეთ სანელებლები: დაჭრილი ბულგარული და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. დაასხით ცოტაოდენი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. თუშეთ ნახევარი საათი.
გემრიელად მიირთვით!