თეგებით ძიება

სალათა ცეზარის გემოს საიდუმლო მის სოუსშია...

წარმატებული დრესინგი ყველაზე მნიშვნელოვანია
„ცეზარი“ - ეს სალათა არ არის, ეს - სოუსის სახელწოდებაა.
გთავაზობთ, როგორ მოამზადოთ ამ პოპულარული სალათის სოუსი.
ინგრედიენტები
კვერცხის გული - 1 ცალი
მდოგვი - 1 ჩ/კ
მარილი - 1 ჩ/კ
ზეითუნის ზეთი - 150 მლ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ნიორი - 1-2 კბილი
პარმეზანი, გახეხილი - 50 გ

მომზადების წესები
ათქვიფეთ კვერცხის გული, მარილი და მდოგვი.
დაუმატეთ წვეთობით ზეითუნის ზეთი, თან შეუჩერებლად ურიეთ.
თქვიფეთ, სანამ მაიონეზის კონსისტენციას არ მიიღებთ.
დაუმატეთ ლიმონის წვენი, წიწაკა და ნიორი. კვლავ კარგად აურიეთ. სულ ბოლოს დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი და ათქვიფეთ ხელის ზამბარით.
სოუსი მზად არის!
გარდა სალათისა, ეს სოუსი შეგიძლიათ დაუმატოთ ხორცს და პასტას!
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა