თეგებით ძიება

ქათმის, ბოსტნეულისა და მაკარონის სუპი

ინგრედიენტები
ქათმის ბულიონი - 10 ჭიქა
კომბოსტო - 450 გ
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
დაჭრილი კარტოფილი - 2 ცალი
მარილი - გემოვნებით
მაკარონი - 115 გ
დაჭრილი ოხრახუში - გემოვნებით
ქათმის გულ-მკერდი ან ფილე - 1 ნაჭერი
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
დაჭრილი სტაფილო - 2 ცალი
დაჭრილი პომიდორი - 3 ცალი
დაკეპილი ნიორი - 2 ცალი

მომზადების წესები
დიდ ქვაბში მოათავსეთ ქათმის ბულიონი ან წყალი და აადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი, გახეხილი ან წვრილად დაჭრილი სტაფილო და დაფნის ფოთლები. დააფარეთ და ხარშეთ 10 წუთით.

დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი, პომიდორი, მარილი და პილპილი და ხარშეთ კიდევ 10 წუთით.

დაუმატეთ მაკარონი, დააფარეთ და ხარშეთ 5 წუთით ან მაკარონის მოხარშვამდე. დაუმატეთ ნიორი და ოხრახუში. მიირთვით ცხელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა