თეგებით ძიება

შინაური მაიონეზის მომზადების ყველა მარტივი მეთოდი

ინგრედიენტები
კვერცხი - 1 ცალი
დიჟონის მდოგვი - 1 ს/კ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
ზეთი - (ზეითუნის, მზესუმზირის, ან სხვა) 1 ჭიქა
მწიკვი მარილი


მომზადების წესები
ჩაახალეთ კვერცხი ბლენდერის მაღალ ჭიქაში, ან სხვა ნებისმიერ მაღალყელიან ჭურჭელში.
დაუმატეთ ერთი ს/კ დიჟონის მდოგვი.
აქვე დაუმატეთ ერთი ს/კ ლიმონის წვენი.
ახლა დაუმატეთ 1 ჭიქა ზეთი.
ხელის ბლენდერით დაიწყეთ თქვეფა. არ ამოძრაოთ ბლენდერი. გააჩერეთ ერთ ადგილას და ისე თქვიფეთ.
თუ ზემოდან ზეთი მოიკიდა, ოდნავ ამოწიეთ ბლენდერი და ასე გააგრძელეთ თქვეფა.
ახლა დაუმატეთ მარილი, გასინჯეთ, თუ აკლია, დაუმატეთ გემოვნებით.
სულ ეს იყო.
თუ მაიონეზს ცოტა ხნით მაცივარში მოათავსებთ, გასექლდება და კიდევ უფრო გემრიელი გახდება. თუ მაშინვე გნებავთ, არც ეგ არის პრობლემა, შეგიძლიათ მომზადებისთანავე გამოიყენოთ.
რჩევა: მაიონეზი მაცივარში ინახება არაუმეტეს 7 დღისა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა