თეგებით ძიება

ვაშლის კექსი დარიჩინით

ინგრედიენტები
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 200 გ
მაწონი - 400 მლ
კარაქი - 100 გ
ვანილი
სოდა ძმრით
დაჭრილი ვაშლი - გემოვნებით
დარიჩინი
მომზადების წესები
3კვერცხს დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი, კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ ვანილი,1,5ჩ.კ ძმარი; შემდეგ 1 ქილა მაწონი მასში გახსნილი არასავსე 1.ჩ.კ სოდით ნელნელა შევურიოთ გოგლიმოგლ ს( ესეც მიქსერით ) , შემდეგ 100გრ გამდნარი კარაქი-შეგრილებული, და ნელნელა დავამატოთ 3-3.5 ჭ ფქვილი. ამასობაში გავაცხელოთ ღუმელი 170გრ.ზე, თუ კექსის სქელი ფორმა გაქვთ,წინასწარ გააცხელეთ, მოუსვით ძირზე ზეთი, მოაწყვეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ვაშლი ამოვლებული დარიჩინსა და ცოტა შაქარში, და მოვასხათ მომზადებული ცომი. ვაცხობთ 170°ზე 35- 40წთ. შეამოწმეთ ასანთის ღერით მზადაა თუ არა.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა