ნამცხვარი ჯემით
ინგრედიენტები
კარაქი - 500 გ
შაქრის ფხვნილი - 2 ჩ/ჭ
კვერცხი - 5 ცალი
ფქვილი
სოდა - 1 ჩ/კ
ძმარი - 1 ს/კ
ჯემი, ნებისმიერი - გემოვნებით
მარილი - მწიკვი
ვანილი - 1 ცალი
მომზადების წესები
500 გრ კარაქი ავურიოთ 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. ნელ-ნელა დავამატოთ 5 კვერცხის გული,
სოდა-გახსნილი ძმარში, ცოტა მარილი, ვანილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი.
გავყოთ სამ ნაწილად ( ორი დიდი, ერთი პატარა) და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე.
ორ ფენას წავუსვათ ჯემი და შევაერთოთ. მესამე ფენა დავფშვნათ და ზემოდან მოვაყაროთ.