ხარჩო განსხვავებულად - მკითხველის რეცეპტი
ეს რეცეპტი ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა ნაირა მელაძემ მოგვაწოდა, რეცეპტს გთავაზობთ უცვლელად:
ინგრედიენტები
ქათამი
ხახვი - 3 თავი
გატარებული პომიდორი - 1 ჭიქა
ნიგოზი - 300 გ
ნიორი - 3 კბილი
მჭადის ფქვილი - 2 ს/კ
უცხო სუნელი - 1 ჩ/კ
ხმელი სუნელი - 1 ჩ/კ
ყვითელი ყვავილი, დაფქული
ხმელი ქინძი - 1/2 ჩ/კ
წითელი წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
ძმარი ან ლიმონის წვენი - 2 ს/კ
მომზადების წესები
ქათამი გავრეცხე, დავჭერი და დავდგი მოსახარშად. როცა წამოდუღდა, წვენი გადავღვარე, დავამატე 3 თავი დაჭრილი ხახვი და ცხიმი - მოვშუშე. დავამატე 1 ჭიქა გატარებული პომიდორი , 300 გ ნიგოზი და 3 კბილი ნიორი - დავაბლენდერე , დავამატე 2 ს / კ მჭადის ფქვილი, 1 ჩ/ კ უცხო სუნელი, 1 ჩ/ კ ხმელი სუნელი 1 ჩ/ კ ყვითელი ყვავილი, 1/2 ჩ/ კ ხმელი ქინძი. ამ ყველაფერს დავამატე წყალი ( თვალზომით ) , მიღებული წვენი დავასხი ქათამს, დავამატე მწვანე ქინძის წვენი ( ხელის ბლენდერით დავაბლენდერე) . გავწურე წითელი წიწაკა და მარილი და ბოლოს, დამჭირდა 2 ს/ კ ლიმონის წვენი ან ძმარი. მე ლიმონის წვენი დავამატე.
გემრიელად მიირთვით!