მომზადების წესი: დარბილებული კარაქი და შაქარი ათქვიფეთ მსუბუქი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო, აურიეთ. გადაიტანეთ მასა ცხიმწასმულ ფორმაში, დაჩხვილეტეთ მთელი ზედაპირი ჩანგლით და შედგით საყინულეში 10-15 წუთით.
შემდეგ გამოიღეთ საყინულედან და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, აცხვეთ 20 წუთი. ოდნავ უნდა შეყავისფრდეს, არ გადააჭარბოთ ცხობისას.
გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე. დაუმატეთ კარაქი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მოასხით ზემოდან ნამცხვარს. მოასწორეთ მინანქარი და შედგით მაცივარში. როცა შოკოლადი გამაგრდება, შეგიძლიათ დაჭრათ და მიირთვათ.