თეგებით ძიება

ნამცხვარი ნიგვზითა და ჯემით - ანა კოსტავას რეცეპტი

ინგრედიენტები
ფქვილი - 3 ჭიქა
კარაქი - 200 გ
ვანილი - 1 პაკეტი
კვერცხი - 1 ცალი
შაქარი - 8 ს/კ
დაფქვილი ნიგოზი ან თხილი - 5 ს/კ
ნებისმიერი ხილის ჯემი - 3-4 ს/კ

მომზადების წესები
2 ჭ. ფქვილი, 3 ს/კ შაქარი, 1 კვერცხი, 1 პაკეტი ვანილი და 125 გრ. კარაქი(პატარა ნაჭრებად დაჭრილი) მოვათავსოთ ჯამში და უცებ მოვზილოთ ელასტიური ცომი.
ფქვილმოყრილ მაგიდაზე გავაბრტყელოთ ცომი, გადმოვიტანოთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე და წავუსვათ ჯემი(ცომი გვერდებზე ცოტა ამოვკეცოთ),თავზე მოვაყაროთ ფხვიერი მასა და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე. დაახლოებით 15-20 წუთში ცხვება.
ფხვიერი მასა შემდეგნაირად მოვამზადოთ:
1 ჭ. ფქვილი, 5 ს/კ შაქარი, 5 ს/კ დაფქვილი თხილი ან ნიგოზი, 75 გრ. კარაქი ავურიოთ ერთმანეთში და მასა ხელით ავაფხვიეროთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა